‘მიხეილ სააკაშვილი’
ბიძინა ივანიშვილი კობა დავითაშვილის მშობლებს შეხვდება
თბილისი, 22 აპრილი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დეპუტატ კობა დავითაშვილის მშობლებს უახლოეს მომავალში შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ივანიშვილმა კობა დავითაშვილის მშობლები მასთან სატელეფონო ჩხუბის შემდეგ დაიბარა. “მე დავურეკე კობას და საკმაოდ ვეჩხუბე” – განაცხადა ივანიშვილმა ბრიფინგზე. პრემიერის გაღიზიანება დავითაშვილის არაგუნდურმა ქცევებმა გამოიწვია. დავითაშვილი ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს, დაუპირისპირდა და მას სადაზღვეო კომპანიების ლობირებაში დასდო ბრალი.
“მე ვუთხარი კობას, რომ ჯერ გუნდში უნდა განეხილა ეს ყველაფერი და მერე გამოეთქვა საჯარო პრეტენზიები.” დასძინა ივანიშვილმა. პრემიერის განცხადებით, სატელეფონო ტუქსვის დროს დავითაშვილი მას რამდენჯერმე შეეპასუხა, რის შედეგადაც ქართული ოცნების ლიდერმა მას მშობლების მიყვანა მოსთხოვა, რათა მათ მოახსენოს როგორი უზრდელი შვილი გაუზრდიათ. “მე ვფიქრობდი კობას კუთხეში დაყენებაზე, მაგრამ სააკაშვილის ხუშტურით აგებული პარლამენტის შენობა მრგვალია და ძალიანაც რომ მოგინდეს იქ კუთხეს ვერ იპოვი.” განაცხადა ივანიშვილმა.
ჯერ-ჯერობით უცნობია როგორ დასჯიან დავითაშვილს, თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ ის შეიძლება სტამბულში წაიყვანონ და ქუჩაში დატოვონ.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ გია ხუხაშვილი და 10 თბილისელი, რომლებმაც დავითაშვილს “შპიონი” უწოდეს და “შატალოზე” დარჩენა დასდეს ბრალად. მეშვიდე თბილისელის განცხადებით, “ხვალ რო მოვა პარლამენტში, მაგას ნახე რა მოუვა.”

სოციალური ქსელების “ცოტნე დადიანი” ტრაილერს შეუვარდა
მცხეთა, 8 აპრილი – ონისე გერგედავა, იგივე სოციალური ქსელების ცოტნე დადიანი, რომელმაც ბაჩო ახალაიას მხარდასაჭერად თაფლი წაისვა და ქარში დაწვა, სოლიდარობას მიხეილ სააკაშვილსაც უცხადებს. მას შემდეგ, რაც გერგედავამ თურქეთში მომხდარი ინციდენტის შესახებ გაიგო, გადაწყვიტა თვითონაც ისევე დატანჯულიყო, როგორც მისი პრეზიდენტი იტანჯება. შეგახსენებთ, რომ მიხელ სააკაშვილმა სამმაგი მოტეხილობა მიიღო, მას შემდეგ რაც, ველოსიპედით სეირნობისას ანტალიაში ტრაილერს შეუვარდა.
ონისე გერგედავა აქციის ფარგლებში მცხეთის გზატკეცილზე გავიდა და მაღალი სისწრაფით მომავალ ტრაილერს მხარი შეუშვირა, რის შედეგადაც სხეულის მრავლობითი დაზიანება მიიღო. ცოტნე დადიანი გადაყვანილია რესპუბლიკურ საავადმყოფოში სადაც მას ქართველი იბნ-სინა მკურნალობს.
10 თბილისელისა და გია ხუხაშვილის განცხადებით, “ეთქვა მაგ ჩემისას და ჩვენ დავლეწავდით ძვლებში.”

მიხეილ სააკაშვილი: “მე და სანდრა კარატეზე დავდივართ”
თბილისი, 27 თებერვალი – დღეს მიხეილ სააკაშვილი ბაქოში ოფიციალური ვიზიტით გაფრინდა. პრეზიდენტი აეროპორტში დაცვის გარეშე, ელექტრომობილით მეუღლის თანხლებით გამოცხადდა. გაფრენამდე სააკაშვილმა მინი პრეს-კონფერენციაც გამართა. პრეზიდენტის განცხადებით, მან და მისმა მეუღლემ კარატეზე სიარული დაიწყეს. “თავიდან კუნგ-ფუზე გვინდოდა, მაგრამ მასტერ აკაკის ადგილი აღარ ჰქონდა.” – დასძინა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის განცხადებას წარმატებულად გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილი.
პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტი ნუნჩაკებს ეუფლება და ეძებს პარტნიორებს, ხმლების, ჯოხის და დანების ასათვისებლად, რათა მათთან ერთად კუნინძების ფორმაში გამოეწყოს და ისე დაამარცხოს საქართველოში გამეფებული აღდგენილი ღირსება და სამართლიანობა.
სოციო-კულტურული მეინსტრიმის სენსეი შალვა რამიშვი Lee აცხადებს, რომ პრეზიდენტს არა კარატეს სწავლა, არამედ ჩინელების ჩამოყვანის გაპრავება უნდა.

2012 წლის ყველაზე ვიდეოები!
შარშანდელის მსგავსად ჩიტი გთავაზობთ 2012 წლის ყველაზე ვიდეოების ჩამონათვალს.
1. ჩვენი სია ჩეიდევით, ჩვენი სია!
ამ ვიდეოს წყალობით ყველა ზმნამ ახალი მნიშვნელობა შეიძინა!
ჩემი მნიშვნელობა შეიძინე, ჩემი მნიშვნელობა!
2. მიშა იწერს პირჯვარს
3. ახლა არ მოგწონთ სააკაშვილი ხო?
4. ოპელი, ვერ გევიგე?!
5. იევიცი…
6. ქართველი გეიები!
7. Misha: Love Story
ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი ალტერნაTV სტუდიოსგან.
8. გიგა ნასარიძე V.S. ალეკო ელისაშვილი
9. დათო ტურაშვილი “შე დედამოტყნულო”
10. “სისტემა უნდა დაინგრეს”
11. ტეჩნო!
12. ბიძინას 2 სტრიქონი ფონოგრამაზე
და ბოლოს, ყველანაირი თავმდაბლობის გარეშე წარმოგიდგენთ ჩიტის სამ ვიდეოს:
- მორიგი უპრეცედენტო მოვლენა
- ჩიტის ყველაზე პოპულარული ვიდეო: “ეცადე დაინახო მეტი”
- ჩი-TOP-ი

ცაიშში დაპატიმრებული ორი პიროვნება საქართველოს ოლიმპიურ გუნდს შეუერთდა
ლონდონი, 27 ივლისი – სოფელ ცაიშში მომხდარი ინციდენტის მონაწილე ორი მამაკაცი, რომლებიც შემთხვევიდან მეორე დღესვე პოლიციამ პირადად მიხეილ სააკაშვილის დავალებით დააკავა, ლონდონში ჩაფრიდნენ და ოლიმპიურ სოფელში საქართველოს გუნდთან ერთად დაიდეს ბინა.
როგორც ჩიტისთვის გახდა ცნობილი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის მესვეურებს ახალგაზრდების საჭიდაო ილეთები და უნარები მოსწონებიათ და პირადად მიუმართავთ პრეზიდენტისთვის თხოვნით, რათა ახალგაზრდა ათლეტები ლონდონში გადაეყვანათ. მიხეილ სააკაშვილის პრეს-სამსახურის ცნობით პრეზიდენტმა დააკმაყოფილა ქართული სპორტის ქომაგების თხოვნა და მოძალადეებს ოლიმპიური ლიცენზიები პირადად გამოუწერა.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მიხელ სააკაშვილს ექსკლუზიურად გადასცა ლიცენზიების გაცემის უფლება.
გუნდის ახალი წევრები ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში იასპარეზებენ და შეეცდებიან ისევე წარმატებით დასჯაბნონ მეტოქენი, როგორც ცაიშელი მოხუცებული.
ქართველ ოლიმპიელთა ლონდონურ ოდისეას 28 ივლისს კარალეთელი ბადროს მტყროცნელები გახსნიან.

პრეზიდენტს რეგიონებში მხოლოდ ერთი ოპერატორი გაჰყვება
თბილისი, 18 ივნისი – საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტებს რეგიონებში მხოლოდ ერთი ოპერატორი გადაიღებს და მასთან ერთად მგზავრობა სხვა ჟურნალისტებს საერთოდ აეკრძალებათ.
“ძალიან გთხოვთ გამიგოთ, იქნება მხოლოდ ერთი პირადი კამერა და მასალას ყველას მოგაწვდით. ფოტოებსაც მოგაწვდით და ვიდეოებსაც. ხომ ხედავთ, არც “რუსთავი 2″ იქნება და არც “იმედი”, – განაცხადა პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსმა, ნათია ბანძელაძემ პრეზიდენტის ქარელში ვიზიტისას.
ბანძელაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის პირად ოპერატორად ცნობილი ქართველი კინემატოგრაფი ანდრია ბარამიძე, იგივე “ვორჰოლიჩა” იმუშავებს. აღნიშნული მეტსახელი ოპერატორს მადლიერმა ქართველმა ერმა შეურჩია, მას შემდეგ რაც ბარამიძემ რამდენიმე “ვორჰოლური” ფილმი გადაიღო. მისი პირველი საპრეზიდენტო ნაშრომის, “პრეზიდენტი ვენახში,” 18 წუთიანი ტრეილერი დღეს 6 საათიან კურიერში გავიდა. ეგზისტენციალური და ნეო–სურეალისტური სურათი პოსტ–აპოკალიფტიკურ–აგრარულ თემაშია გადაწყვეტილი, რომელშიც პრეზიდენტი ვენახში დგას, ვაზს წამლავს და სულში ჩამწვდომ სიტყვებს ამბობს, რომელიც როგორც ჩანს ქართველ ერს არ ესმის, იმიტომ რომ უმადური ერის გარკვეული ნაწილი ვიღაც რუსეთიდან ჩამოთრეული საბჭოთა ნეო–რეალიზმის მიმდევარ რეჟისორებს დასდევს ქალაქიდან ქალაქში.
“ვორჰოლიჩის” ახალი ნამუშევრები სულ მალე ქვეყნის ყველა ნაციონალურ ტელევიზიაში გავა. ნამუშევრებს “პრეზიდენტი ჭამს,” პრეზიდენტი სვამს,” “პრეზიდენტი ეწევა,” “პრეზიდენტი ფიქრობს,” “პრეზიდენტი ფიქრობს 2: ხალხზე” და ა.შ. ოსკარზე წარმატებასაც უწინასწარმეტყველებენ.
ექსპერტი მიშა თავხელიძის აზრით, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ქართული კინოს განვითარებას.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უქმდება
თბილისი, 11 მაისი – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დღეს დილით საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გაუქმდება. გადაწყვეტილების მიზეზი ახალი ტექნოლოგიებია, რომლის პრეზენტაცია გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა ილია ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმში გააკეთა. მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა 3D მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით გუშინ გაჟღერდა კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებისას.
ჩიტთან საუბარში, საქართველოს დედა პლატის, ოპერატიული მეხსიერებისა და 2-ბირთვიანი პროცესორის, მიხეილ სააკაშვილის პრეს–სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ 3D მთავრობის გაშვებამდე საპილოტე პროექტად ყველაზე უვარგისი კომპონენტის გამოყენება გადაწყდა და, რა თქმა უნდა, არჩევანი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებზე შეჩერდა. ფეხბურთელების ჰოლოგრამული გამოსახულებები უკვე შექმნილია და პირველი თამაში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება, მანამდე კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, საქართველოს “გეიმინგის” ფედერაციასთან ერთად ჩაატარებს ღია ჩემპიონატს FIFA 2012–ში. ჩემპიონატში გამარჯვებული პირი მწვრთნელის ადგილას იჯდება და საქართველოს ჰოლოგრამულ ნაკრებს ჯოისტიკით ათამაშებს.
საქართველოს Microsoft Word–ები და Excel–ები ამბობენ, რომ ეს არის ნამდვილი დემოკრატია. “დემოკრატია ეს ხალხის მმართველობას ნიშნავს, ახლა წარმოიდგინეთ ჯოისტიკით მართული მთავრობა, ეს ხომ უდიდესი მიღწევაა?”
საპილოტე პროექტის წარმატების შემთხვევაში, პირველ რიგში საქართველოს Winamp–ს, Frooty Loops–სა და Desktop Cleanup–ს – გოგა ხაჩიძეს გააჰოლოგრამებენ, ხოლო სულ ბოლოს გავირტუალურება ანტივირუსებს ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ადეიშვილს შეეხებათ.
ინიციატივას დადებითად აფასებს ქართული ოპოზიციის მორფეუსი ბიძინა ივანიშვილიც.

საქართველო Euro 2012–ის ჩაშლას არ დაუშვებს
თბილისი, 3 მაისი – იულია ტიმოშენკოს პატიმრობის პირობების გამო, სულ უფრო და უფრო მეტი ლიდერი უცხადებს ბოიკოტს უკრაინაში დაგეგმილ საერთაშორისო შეხვედრებსა და ივენთებს. ამ ფაქტიდან გამომდინარე, ეჭვქვეშ დგება უკრაინაში ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარებაც.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ევროპის ქვეყნებში გულშემატკივრები მასობრივად აბარებენ ბილეთებს და ევროპის ჩემპიონატზე ჩასვლას არ აპირებენ. მოსალოდნელია ევროპის ფეხბურთის ფედერაციების ბოიკოტიც.
არსებულ სიტუაციას გამოეხმაურა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ზოგადად პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო არ დაუშვებს დიდი საფეხბურთო ზეიმის ჩაშლას. “იმ შემთხვევაში, თუ გუნდები და გულშემატკივრები ევროპის ჩემპიონატს ბოიკოტს გამოუცხადებენ, მაშინ საქართველოს ნაკრები და მათი გულშემატკივრები შეავსებენ მათ ადგილს”.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო ასე ახლოს არასოდეს ყოფილა ევროპის ჩემპიონობასთან, რადგან სულ ორ მეტოქესთან მოუწევს თამაში.
პრეზიდენტის იდეას გამოეხმაურა აჩიკო გულედანი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს Alter-Games–ის დაარსება შესთავაზა და “უკრაინის დაკიდებისკენ” მოუწოდა.

მიხეილ სააკაშვილი ჩრდ. კორეას ეწვია
ფხენიანი, 26 მარტი – საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ საააკაშვილი სეულის შემდეგ ფხენიანს ესტუმრა. როგორც პრეზიდენტის პრეს–სპიკერი აცხადებს, სააკაშვილს პირადად პრეზიდენტმა ობამამ სთხოვა ჩრდ. კორეაში ჩასვლა, როგორც კეთილი ნების ელჩს. მოგეხსენებათ, აშშ ნელ–ნელა ალაგებს ურთიერთობას ჩრდ. კორეასთან, დაახლოებით 1 თვის წინ ჰუმანიტარული დახმარების სანაცვლოდ კიმ ჩენ ინმა (კორეის ახალი ლიდერი – ავტ. შენ.) საერთაშორისო ატომური სააგენტოს დამკვირვებლების ქვეყანაში შეშვებას დათანხმდა.
მიხეილ სააკაშვილი ჩრდ. კორეის ლიდერს შეხვდება და მას საქართველოში განხორცილებული რეფორმების შესახებ უამბობს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია კიმ ირ სენისა და კიმ ჩენ ირის საფლავებზე მისვლა და მათი ყვავილებით შემკობა. სააკაშვილი სპეციალურად ამ მოვლენისთვის გამოყვანილ გამჭვირვალე ჰოლანდიურ ვარდებს დადებს კორეის სახალხო ლიდერების საფლავებზე.
სააკაშვილთან ერთად ფხენიანში იმყოფება სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ბაკურ კვეზერელი, რომელიც ქართველი და კორეელი ხალხის ძმობის აღსანიშნად, საკონცენტრაციო ბანაკებში მყოფ პოლიტიკურ პატიმრებთან ერთად ჰიბრიდულ სიმინდს დათესავს.
“ჩვენი აზრით ეს არის პროგრესი, რადგან სიმინდის ყანები გამოიწვევს იმას, რომ პოლიტიკური პატიმრები საღორეების და ქარხნების გარდა, ახლა უკვე სუფთა ჰაერზეც იმუშავებენ”, – განაცხადა ბაკურ კვეზერელმა, რომელსაც სავარაუდოდ ჩრდ. კორეაში დატოვებენ კიმ ჩენ ინის მრჩევლად. “მე იაპონიაში ვსწავლობდი 6 თვე და კარგად ვიცნობ აზიურ კულტურას, შემიძლია ბრინჯის ჩხირებით ჭამა”, – დასძინა მან.
კორეისა და საქართველოს ლიდერები ეკონომიკურ ურთიერთობებზეც ისაუბრებენ, როგორც ცნობილია იგეგმება საქართველოში ჩრდ. კორეული ინვესტიციების ჩადებაც, რომელიც ძირითადად ცოცხალი ძალის სახით მოხდება – ლაზიკის მშნებელობაში ჩრდ. კორეელი პოლიტპატიმრები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებსაც ფოთთან ახლოს სპეციალურად აშენებულ გამჭვირვალე საკონცენტრაციო ბანაკებში ჩაასახლებენ.
“შეხედეთ ავსტრალიას, ისიც პატიმრების აშენებულია!” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოდან კორეაში მანდატურებს გააგზავნიან, რომლებიც შეისწავლიან 15 წლის ხულიგნების მორჯულებას, სკოლიდან გარიცხვასა და სამტრედიის სპეც. სკოლაში გაგზავნას, ხოლო 23–25 წლის ახალგაზრდებისთვის გაფრთხილებების მიცემას.
“ჰო” – განაცხადა შოთა უტიაშვილმა.
კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ბელორუსიას ეწვევა და ლუკაშენკოსთან ერთად გიგანტურ ბორშჩში გიგანტურ არაჟანს ჩაასხამს.

თსუ-ს თვითმმართველობის წარმომადგენლებს ორდენებს გადასცემენ
თბილისი, 14 მარტი – დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრებს საქართველოს პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაში შეხვდება და მათ დავით კირკიტაძის სახელობის “თანამედროვე გმირის” ორდენებს გადასცემს.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრებმა, ამავე უნივერსიტეტის ორ სტუდენტს სცემეს. მართალია, ჯერ მათ კირკიტაძესავით ბოდიში არ მოუხდიათ, მაგრამ ირწმუნებიან, რომ აუცილებლად მოიხდიან. პრეზიდენტის პრეს–სამსახურის განცხადებით, პირობა, რომელიც თვითმმართველობის წევრებმა დადეს საკმარისია ორდენის მისაღებად: “მთავარია სინანული” – განაცხადა მანჯგალაძემ და სამჯერ გადაიწერა პირჯვარი.
დავით კირკიტაძის სახელობის ორდენი გადაეცემა ყველა ადამიანს, რომელიც ხელისუფლების მხარდამჭერია, ერთი ადამიანი მანც ჰყავს გალახული და, რაც მთავარია, თავის საქციელს ნანობს.
საზეიმო ცერემონიალს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლადო ვარძელაშვილიც დაესწრება, რომელიც არ გამორიცხვს, რომ შესაძლოა სტუდენტური თვითმმართველობა, რომელმაც უკვე მეორედ სცემა სტუდენტებს, მესამე ინციდენტისა და მესამე სინანულის შემთხვევაში, ნობელის პრემიაზე წარადგინონ მშვიდობის დარგში.