ცაიშში დაპატიმრებული ორი პიროვნება საქართველოს ოლიმპიურ გუნდს შეუერთდა

3,983 ნახვა 0 სგ
0 სგ

ლონდონი, 27 ივლისი - სოფელ ცაიშში მომხდარი ინციდენტის მონაწილე ორი მამაკაცი, რომლებიც შემთხვევიდან მეორე დღესვე პოლიციამ პირადად მიხეილ სააკაშვილის დავალებით დააკავა, ლონდონში ჩაფრიდნენ და ოლიმპიურ სოფელში საქართველოს გუნდთან ერთად დაიდეს ბინა.

როგორც ჩიტისთვის გახდა ცნობილი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის მესვეურებს ახალგაზრდების საჭიდაო ილეთები და უნარები მოსწონებიათ და პირადად მიუმართავთ პრეზიდენტისთვის თხოვნით, რათა ახალგაზრდა ათლეტები ლონდონში გადაეყვანათ. მიხეილ სააკაშვილის პრეს-სამსახურის ცნობით პრეზიდენტმა დააკმაყოფილა ქართული სპორტის ქომაგების თხოვნა და მოძალადეებს ოლიმპიური ლიცენზიები პირადად გამოუწერა.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მიხელ სააკაშვილს ექსკლუზიურად გადასცა ლიცენზიების გაცემის უფლება.

გუნდის ახალი წევრები ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში იასპარეზებენ და შეეცდებიან ისევე წარმატებით დასჯაბნონ მეტოქენი, როგორც ცაიშელი მოხუცებული.

ქართველ ოლიმპიელთა ლონდონურ ოდისეას 28 ივლისს კარალეთელი ბადროს მტყროცნელები გახსნიან.

კომენტარები