მიხეილ სააკაშვილი ჩრდ. კორეას ეწვია

11,521 ნახვა 0 სგ
0 სგ

ფხენიანი, 26 მარტი – საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ საააკაშვილი სეულის შემდეგ ფხენიანს ესტუმრა. როგორც პრეზიდენტის პრეს–სპიკერი აცხადებს, სააკაშვილს პირადად პრეზიდენტმა ობამამ სთხოვა ჩრდ. კორეაში ჩასვლა, როგორც კეთილი ნების ელჩს. მოგეხსენებათ, აშშ ნელ–ნელა ალაგებს ურთიერთობას ჩრდ. კორეასთან, დაახლოებით 1 თვის წინ ჰუმანიტარული დახმარების სანაცვლოდ კიმ ჩენ ინმა (კორეის ახალი ლიდერი - ავტ. შენ.) საერთაშორისო ატომური სააგენტოს დამკვირვებლების ქვეყანაში შეშვებას დათანხმდა.

მიხეილ სააკაშვილი ჩრდ. კორეის ლიდერს შეხვდება და მას საქართველოში განხორცილებული რეფორმების შესახებ უამბობს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია კიმ ირ სენისა და კიმ ჩენ ირის საფლავებზე მისვლა და მათი ყვავილებით შემკობა. სააკაშვილი სპეციალურად ამ მოვლენისთვის გამოყვანილ გამჭვირვალე ჰოლანდიურ ვარდებს დადებს კორეის სახალხო ლიდერების საფლავებზე.

სააკაშვილთან ერთად ფხენიანში იმყოფება სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ბაკურ კვეზერელი, რომელიც ქართველი და კორეელი ხალხის ძმობის აღსანიშნად, საკონცენტრაციო ბანაკებში მყოფ პოლიტიკურ პატიმრებთან ერთად ჰიბრიდულ სიმინდს დათესავს.

“ჩვენი აზრით ეს არის პროგრესი, რადგან სიმინდის ყანები გამოიწვევს იმას, რომ პოლიტიკური პატიმრები საღორეების და ქარხნების გარდა, ახლა უკვე სუფთა ჰაერზეც იმუშავებენ”, – განაცხადა ბაკურ კვეზერელმა, რომელსაც სავარაუდოდ ჩრდ. კორეაში დატოვებენ კიმ ჩენ ინის მრჩევლად. “მე იაპონიაში ვსწავლობდი 6 თვე და კარგად ვიცნობ აზიურ კულტურას, შემიძლია ბრინჯის ჩხირებით ჭამა”, – დასძინა მან.

კორეისა და საქართველოს ლიდერები ეკონომიკურ ურთიერთობებზეც ისაუბრებენ, როგორც ცნობილია იგეგმება საქართველოში ჩრდ. კორეული ინვესტიციების ჩადებაც, რომელიც ძირითადად ცოცხალი ძალის სახით მოხდება – ლაზიკის მშნებელობაში ჩრდ. კორეელი პოლიტპატიმრები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებსაც ფოთთან ახლოს სპეციალურად აშენებულ გამჭვირვალე საკონცენტრაციო ბანაკებში ჩაასახლებენ.
“შეხედეთ ავსტრალიას, ისიც პატიმრების აშენებულია!” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოდან კორეაში მანდატურებს გააგზავნიან, რომლებიც შეისწავლიან 15 წლის ხულიგნების მორჯულებას, სკოლიდან გარიცხვასა და სამტრედიის სპეც. სკოლაში გაგზავნას, ხოლო 23–25 წლის ახალგაზრდებისთვის გაფრთხილებების მიცემას.

"ჰო" - განაცხადა შოთა უტიაშვილმა.

კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ბელორუსიას ეწვევა და ლუკაშენკოსთან ერთად გიგანტურ ბორშჩში გიგანტურ არაჟანს ჩაასხამს.

კომენტარები