აშშ-ს საზღვარზე მიხეილ სააკაშვილი “ფლეშკით" გადაჰქონდათ

9,391 ნახვა 6 სგ
6 სგ

ტიხუანა, მექსიკა - ბრიტანული  “The Daily Telegraph”-ცნობით, დღეს, დილის 08:00 საათზე ამერიკელმა მესაზღვრეებმა მიხეილ სააკაშვილი  დააკავეს. აშშ-ს სასაზრო კონტროლისა და ეგმირაციის დეპარტამენტის განცხადებით, მექსიკის მოქალაქე უგო სანჩესი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ფლეშკით გადაჰქონდა, აშშ-ში მოხვედრას არალეგალური გზით ცდილობდა.

აგერ უკვე მე-20 წელია ამერიკის საზღვარს ვიცავ და პირველად ვხედავ მსგავს შემთხვევას, ჩვენი კანონმდებლობა პირის საზღვარზე “ფლეშკით" გადმოტანას არ კრძალავს” - აცხადებს მესაზღვრე ჯონ გრანტი.

მიხეილ სააკაშვილმა კომენტარი უკვე აშშ-ს საზღვარზე გააკეთა: “მე და ზურამ (ადეიშვილმა) კარგად ვიცით აქაური კანონმდებლობა, მე აქ ბევრი მეგობარი მყავს და საქართველოს ხელისუფლება ტყუილად ცდილობს ჩემს დაჭერას. მე საქართველოს სიყვარულში Ntfs ფორმატშიც დავეტევი.”

მესაზღვრეებმა სააკაშვილი სწორედ ფლეშკის მოცულობის შემოწმებისას შეამჩნიეს, ფლეშკა საგრძნობლად დიდი ზომის იყო.

 

The Daily Telegraph

Susan Moyes

კომენტარები