საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უქმდება

7,222 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 11 მაისი – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დღეს დილით საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გაუქმდება. გადაწყვეტილების მიზეზი ახალი ტექნოლოგიებია, რომლის პრეზენტაცია გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა ილია ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმში გააკეთა. მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა 3D მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით გუშინ გაჟღერდა კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებისას.

ჩიტთან საუბარში, საქართველოს დედა პლატის, ოპერატიული მეხსიერებისა და 2-ბირთვიანი პროცესორის, მიხეილ სააკაშვილის პრეს–სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ 3D მთავრობის გაშვებამდე საპილოტე პროექტად ყველაზე უვარგისი კომპონენტის გამოყენება გადაწყდა და, რა თქმა უნდა, არჩევანი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებზე შეჩერდა. ფეხბურთელების ჰოლოგრამული გამოსახულებები უკვე შექმნილია და პირველი თამაში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება, მანამდე კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, საქართველოს "გეიმინგის" ფედერაციასთან ერთად ჩაატარებს ღია ჩემპიონატს FIFA 2012–ში. ჩემპიონატში გამარჯვებული პირი მწვრთნელის ადგილას იჯდება და საქართველოს ჰოლოგრამულ ნაკრებს ჯოისტიკით ათამაშებს.

საქართველოს Microsoft Word–ები და Excel–ები ამბობენ, რომ ეს არის ნამდვილი დემოკრატია. "დემოკრატია ეს ხალხის მმართველობას ნიშნავს, ახლა წარმოიდგინეთ ჯოისტიკით მართული მთავრობა, ეს ხომ უდიდესი მიღწევაა?"

საპილოტე პროექტის წარმატების შემთხვევაში, პირველ რიგში საქართველოს Winamp–ს, Frooty Loops–სა და Desktop Cleanup–ს - გოგა ხაჩიძეს გააჰოლოგრამებენ, ხოლო სულ ბოლოს გავირტუალურება ანტივირუსებს ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ადეიშვილს შეეხებათ.

ინიციატივას დადებითად აფასებს ქართული ოპოზიციის მორფეუსი ბიძინა ივანიშვილიც.

კომენტარები