საქართველო Euro 2012–ის ჩაშლას არ დაუშვებს

3,940 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 3 მაისი – იულია ტიმოშენკოს პატიმრობის პირობების გამო, სულ უფრო და უფრო მეტი ლიდერი უცხადებს ბოიკოტს უკრაინაში დაგეგმილ საერთაშორისო შეხვედრებსა და ივენთებს. ამ ფაქტიდან გამომდინარე, ეჭვქვეშ დგება უკრაინაში ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარებაც.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ევროპის ქვეყნებში გულშემატკივრები მასობრივად აბარებენ ბილეთებს და ევროპის ჩემპიონატზე ჩასვლას არ აპირებენ. მოსალოდნელია ევროპის ფეხბურთის ფედერაციების ბოიკოტიც.

არსებულ სიტუაციას გამოეხმაურა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ზოგადად პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო არ დაუშვებს დიდი საფეხბურთო ზეიმის ჩაშლას. “იმ შემთხვევაში, თუ გუნდები და გულშემატკივრები ევროპის ჩემპიონატს ბოიკოტს გამოუცხადებენ, მაშინ საქართველოს ნაკრები და მათი გულშემატკივრები შეავსებენ მათ ადგილს”.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო ასე ახლოს არასოდეს ყოფილა ევროპის ჩემპიონობასთან, რადგან სულ ორ მეტოქესთან მოუწევს თამაში.

პრეზიდენტის იდეას გამოეხმაურა აჩიკო გულედანი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს Alter-Games–ის დაარსება შესთავაზა და “უკრაინის დაკიდებისკენ” მოუწოდა.

კომენტარები