პრეზიდენტს კოსტუმების თავისი გემოვნებით ტარების უფლება ჩამოერთვა

6,245 ნახვა 3 სგ
3 სგ

თბილისი - პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს დღეიდან კოსტუმის თავისი გემოვნებით შერჩევის უფლება შეეზღუდა. გადაწყვეტილება საქართველოს მთვრობამ და მისმა ხელმძღვანელმა, პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღეს.

როგორც ჩიტს სახელმწიფო კანცელარიაში განუცხადეს, მარგველაშვილი ტიტველი არ დარჩება, რადგან პრეზიდენტის ადმინისტრაციას უკვე გადაეგზავნა ექს-პრეზიდენტი სააკაშვილის ნაქონი კოსტუმი და პალტო. "გიორგიც მიშასავით მოსული ბიჭია და ზუსტად მოერგება, ამაში მეც და ის ბრძენი თერძიც დარწმუნებულები ვართ." - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

კულუარული ინფორმაციით, მარგველაშვილს ზომაში ოდნავ დიდი მოუვიდა სააკაშვილის შარვალი, რომლის ტოტების შესაბამის ზომაზე შემოტეხვისათვის შექმნილია უწყებათაშორისი კომისია დეპუტატ თინა ხიდაშელის ხელმძღვანელობით. 

კომენტარები