ბერამ ახალი სიმღერა უკრაინულ ენაზე ჩაწერა

4,519 ნახვა 2 სგ
2 სგ

კიევი - ქართველმა რეპერმა ბერა ივანიშვილმა უკრაინელი მსმენელისთვის ახალი სიმღერა ჩაწერა. სინგლი დღეს გამოვიდა და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. დღეს საღამოსვე დაგეგმილია ქართველი რეპერის სტუმრობა ერთ-ერთ უკრაინულ თოქ შოუში, "шоу леси украинки." გადაცემის წამყვანის თქმით, ბერა ინტერვიუზე მხოლოდ იმ პირობით დათანხმდა თუ მას მისი მამის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ შეკითხვებს არ დაუსვამენ. 

ქართველი ექსპერტების თქმით, აღნიშნული ფაქტი მიხეილ სააკაშვილისა და კახა ბენდუქიძის უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველებად დანიშვნას უკავშირდება. "უნდა ველოდოთ ბიძინა ივანიშვილის მიერ ახალი პარტიის, 'უკრაინული ოცნების' ჩამოყალიბებას, რომელშიც ის იმ პოლიტიკოსებს გააერთიანებს, რომლებსაც უკრაინელმა ხალხმა არაერთხელ გამოუცხადა უნდობლობა." - დასძინა დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარების საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი მამაცაშვილმა. 

ქართულ ოცნებასა და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციებში აღნიშნულ ვერსიებს არ ადასტურებენ.

როგორც "GD Studio"-ში ჩიტს განუცხადეს, ბერა ივანიშვილი უბრალოდ უკრაინული ბაზრის დაპყრობას აპირებს და ახალი ალბომს "присягy вважаю, хвіст здумінняет" (ქართ. "ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს") სულ მალე გამოუშვებს. ახალ ალბომში ბერა მსმენელს გრემის აღებასა და უკრაინული აქცენტით "тенк ю"-ს თქმასაც პირდება.  

"виграю Греммі, буде сказати спасибі з українським акцентом" - ისმის სიმღერაში. 

როგორც ჩიტს კულუარებიდან აცნობეს, უკრაინაში შესაძლებელია ირმა ინაშვილი და ვლადიმერ ბედუკაძეც ჩავიდნენ. ხოლო ირაკლი შიხიაშვილი კვლავ თბილისში რჩება, რადგან ის კიევის საკრებულოშიც არ შეუშვეს. 

კომენტარები