მცხეთა, 8 აპრილი - ონისე გერგედავა, იგივე სოციალური ქსელების ცოტნე დადიანი, რომელმაც ბაჩო ახალაიას მხარდასაჭერად თაფლი წაისვა და ქარში დაწვა, სოლიდარობას მიხეილ სააკაშვილსაც უცხადებს. მას შემდეგ, რაც გერგედავამ თურქეთში მომხდარი ინციდენტის შესახებ გაიგო, გადაწყვიტა თვითონაც ისევე დატანჯულიყო, როგორც მისი პრეზიდენტი იტანჯება. შეგახსენებთ, რომ მიხელ სააკაშვილმა სამმაგი მოტეხილობა მიიღო, მას შემდეგ რაც, ველოსიპედით სეირნობისას ანტალიაში ტრაილერს შეუვარდა.
ონისე გერგედავა აქციის ფარგლებში მცხეთის გზატკეცილზე გავიდა და მაღალი სისწრაფით მომავალ ტრაილერს მხარი შეუშვირა, რის შედეგადაც სხეულის მრავლობითი დაზიანება მიიღო. ცოტნე დადიანი გადაყვანილია რესპუბლიკურ საავადმყოფოში სადაც მას ქართველი იბნ-სინა მკურნალობს.
10 თბილისელისა და გია ხუხაშვილის განცხადებით, "ეთქვა მაგ ჩემისას და ჩვენ დავლეწავდით ძვლებში."