ბიძინა ივანიშვილი კობა დავითაშვილის მშობლებს შეხვდება

10,789 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 22 აპრილი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დეპუტატ კობა დავითაშვილის მშობლებს უახლოეს მომავალში შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ივანიშვილმა კობა დავითაშვილის მშობლები მასთან სატელეფონო ჩხუბის შემდეგ დაიბარა. "მე დავურეკე კობას და საკმაოდ ვეჩხუბე" - განაცხადა ივანიშვილმა ბრიფინგზე. პრემიერის გაღიზიანება დავითაშვილის არაგუნდურმა ქცევებმა გამოიწვია. დავითაშვილი ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს, დაუპირისპირდა და მას სადაზღვეო კომპანიების ლობირებაში დასდო ბრალი.

"მე ვუთხარი კობას, რომ ჯერ გუნდში უნდა განეხილა ეს ყველაფერი და მერე გამოეთქვა საჯარო პრეტენზიები." დასძინა ივანიშვილმა. პრემიერის განცხადებით, სატელეფონო ტუქსვის დროს დავითაშვილი მას რამდენჯერმე შეეპასუხა, რის შედეგადაც ქართული ოცნების ლიდერმა მას მშობლების მიყვანა მოსთხოვა, რათა მათ მოახსენოს როგორი უზრდელი შვილი გაუზრდიათ. "მე ვფიქრობდი კობას კუთხეში დაყენებაზე, მაგრამ სააკაშვილის ხუშტურით აგებული პარლამენტის შენობა მრგვალია და ძალიანაც რომ მოგინდეს იქ კუთხეს ვერ იპოვი." განაცხადა ივანიშვილმა.

ჯერ-ჯერობით უცნობია როგორ დასჯიან დავითაშვილს, თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ ის შეიძლება სტამბულში წაიყვანონ და ქუჩაში დატოვონ.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ გია ხუხაშვილი და 10 თბილისელი, რომლებმაც დავითაშვილს "შპიონი" უწოდეს და "შატალოზე" დარჩენა დასდეს ბრალად. მეშვიდე თბილისელის განცხადებით, "ხვალ რო მოვა პარლამენტში, მაგას ნახე რა მოუვა."

კომენტარები