თბილისი, 27 თებერვალი - დღეს მიხეილ სააკაშვილი ბაქოში ოფიციალური ვიზიტით გაფრინდა. პრეზიდენტი აეროპორტში დაცვის გარეშე, ელექტრომობილით მეუღლის თანხლებით გამოცხადდა. გაფრენამდე სააკაშვილმა მინი პრეს-კონფერენციაც გამართა. პრეზიდენტის განცხადებით, მან და მისმა მეუღლემ კარატეზე სიარული დაიწყეს. "თავიდან კუნგ-ფუზე გვინდოდა, მაგრამ მასტერ აკაკის ადგილი აღარ ჰქონდა." - დასძინა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის განცხადებას წარმატებულად გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილი.
პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტი ნუნჩაკებს ეუფლება და ეძებს პარტნიორებს, ხმლების, ჯოხის და დანების ასათვისებლად, რათა მათთან ერთად კუნინძების ფორმაში გამოეწყოს და ისე დაამარცხოს საქართველოში გამეფებული აღდგენილი ღირსება და სამართლიანობა.
სოციო-კულტურული მეინსტრიმის სენსეი შალვა რამიშვი Lee აცხადებს, რომ პრეზიდენტს არა კარატეს სწავლა, არამედ ჩინელების ჩამოყვანის გაპრავება უნდა.