უოშინგტონი, აშშ, 16 ოქტომბერი - "Canadian Dream for America" ასე ქვია ჯასტინ ბიბერის ახალ სიმღერას, რომელიც მან მამამისის მხარდასაჭერად ჩაწერა. სიმღერისა და მამის პრეზენტაცია ფაქტობრივად ერთდროულად მოხდა. რამდენიმე საათის წინ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავიანთ კანდიდატად ჯასტინ ბიბერის მამა წარადგინეს. გაგრძელება →
თბილისი, 8 ოქტომბერი - ქართველი ბიზნესმენი, რომლის სახელი და გვარი ჯერ არ ხმაურდება, პანკრეასის კიბოს "აკიდებას ჩალიჩობს." გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბიზნესმენი სტივ ჯობსმა შთააგონა. "მას შემდეგ, რაც ბატონმა ჯ.-მ სტივ ჯობსის ცხოვრებას გადახედა, დიდი ინსპირაცია მიიღო და გადაწყვიტა ამ გენიალური ადამიანის კვალს შესდგომოდა." - აცხადებს ანონიმური წყარო, რომელიც სავარაუდოდ თვითონ ბიზნესმენია. გაგრძელება →
თბილისი, 6 ოქტომბერი - ხვალ, 15:00 საათზე, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საქართველოს ეწვევა. ოფიციალური შეხვედრების შემდეგ საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტები თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ხალხის წინაშე წარსდგებიან. ამ მნიშვნელოვანი და ისტორიული მოვლენისთვის ქართული მხარე განსაკუთრებულად ემზადება. გაგრძელება →
თბილისი, 3 ოქტომბერი - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაფინირებული და დახვეწილი რექტორის გადია საავადმყოფოში გადაიყვანეს. ალექსანდრე კვიტაშვილის ყოფილი ბაღის გამგე მისი აღსაზრდელის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. გაგრძელება →
ნიუსი: სარკოზის ვიზიტის დეტალები
თბილისი, 3 ოქტომბერი - როგორც ცნობილია, 6-7 ოქტომბერს თბილისს საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ეწვევა. ხმები მისი ვიზიტის შესახებ დიდი ხნის წინ გავრცელდა ქართულ მედია საშუალებებში, თუმცა არ კონკრეტდებოდა ვიზიტის ზუსტი თარიღი.დღეს კი, როცა გარკვეულია ტექნიკური და საორგანიზაციო დეტალები, კვლავ ღიად რჩება კითხვა - რატომ ჩამოდის სარკოზი თბილისში? გაგრძელება →
მადრიდი, ესპანეთი, 2 ოქტომბერი - სამეფო კანცელარია ახალ ინფორმაციას ავრცელებს - მათი თქმით საქართველოს პრინცი გიორგი ბაგრატიონ ბაგრატიონი 3 დღის შესრულდა და სამეფო ოჯახმა გადაწყვიტა რომ აღმზრდელს მიაბაროს. ნაზირ-ვეზირების რჩევით და მეფის სიზმრის გათვალისწინებით უფლისწულს აღმზრდელად ავთანდილ უნგიაძე დაუნიშნეს, რომელმაც პირობა დადო რომ ბავშვს სპარტანული მეთოდებით - შიბაქში აღზრდის. გაგრძელება →
თბილისი, 30 სექტემბერი - განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დღეს ახალი სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. უცხურ უნივერსიტეტებში სწავლების მსურველებს სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების საშუალება მიეცემათ. პროგრამა ქვეყნის გადარჩენისათვის საჭირო კადრების აღზრდას ემსახურება და მხოლოდ ორი სპეციალობის დაუფლებას დააფინანსებს, ესენია: პროქტოლოგია და არქეოლოგია. გაგრძელება →
თბილისი, 29 სექტემბერი - 27 სექტემბერს, ქვეყანას, საქართველოს პრინცი მისი უდიდებულესობა გიორგი ბაგრატიონი მოევლინა. შეგახსენებთ, რომ მონარქიის აღდგენის იდეის წამოწევის შემდეგ ბაგრატოვანთა ორი შტო გაერთიანდა. პრინცი გიორგი საქართველოს ტახტის ერთადერთი ლეგიტიმური მემკვიდრეა. სამეფო კანცელარია და ქართველი მონარქისტები მოვლენას პოზიტიურად აფასებენ და მთელ იმედებს ახალშობილზე ამყარებენ. გაგრძელება →
დედამიწა, 28 სექტემბერი - დედამიწელები უცხოპლანეტელებთან შესახვედრად ემზადებიან. როგორც უცხოური და დაგოიმებული ქართული პრესა იუწყება, სტუმრები ჩვენს პლანეტას ნოემბერ-დეკემბერში ეწვევიან. ინფორმაციამ საქართველოში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია, რამდენიმე პოლიტიკოსმა ვრცელი განცხადებაც მიუძღვნა E.T.-ების ჩამოსვლას. გაგრძელება →
თბილისი, 27 სექტემბერი – დღეს დედაქალაქში საკმაოდ დატვირთული პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობდა. გუბაზ სანიკიძის “ქართველთა მარშმა” კრახი განიცადა; აქციაზე სანიკიძის გარდა მხოლოდ რობერტ სტურუა მივიდა. მასშტაბური მსვლელობა “ვარდების მოედანზე” დაიწყო და ტრადიციულად სამების ეკლესიისკენ დაიძრა. გაგრძელება →
თბილისი, 26 სექტემბერი - საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, აზრით, ვლადიმერ პუტინი უნამუსო პოლიტიკოსია და მან მოკლა დემოკრატია რუსეთის ფედერაციაში. სააკაშვილის თქმით, დაუშვებელია ერთი პოლიტიკოსის მმართველ პოსტზე ამდენი ხნით ყოფნა. პრეზიდენტი, დღეს, ბელორუსის საელჩოში იმყოფებოდა და სწორედ იქ გააკეთა ეს განცხადებები. გაგრძელება →
თბილისი, 24 სექტემბერი - ცნობილი ქართველი წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას განცხადებით 2012 წლისთვის უამრავი ცვლილება მოხდება როგორც საქართველოში ასევე მსოფლიოში. გაგრძელება →
თბილისი, 23 სექტემბერი - რამდენიმე დღის წინ, საქართველოში ცნობილი უკრაინული ორგანიზაცია "FEMEN"-ის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, რომლებმაც უკრაინელ ქალებზე გამეფებული სტერეოტიპები გააპროტესტეს. ორგანიზაცია ცნობილია იმით, რომ ისინი პროტესტს სიშიშვლით გამოხატავენ, თუმცა, თბილისში ჩაცმულები დადიოდნენ, რადგან ქართველი მამაკაცების დაგროვებული ენერგიის შეეშინდათ. გაგრძელება →
თბილისი, 21 სექტემბერი - სოციალურ ქსელ Facebook-ზე პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას, "ვირტუალური არჩევნები," მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა არ ექნება. პარლამენტის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თამაშში გამარჯვებული ადამიანი, დავით ბაქრაძესთან ერთი დღის გატარებასთან ერთად ხელფასსა და პენსიასაც მიიღებს. გაგრძელება →