სურათებისა და ვიდეოებისგან განსხვავებით, თქვენი დაწერილი სტატიები მხოლოდ ჩვენი რედაქტორის გავლით გამოქვეყნდება. ნიუსები, ანალიტიკური სტატიები და სხვა სახის ტექსტური მასალა ჩიტის ძირითად კონტენტს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ნაშრომის ხარისხი ჩვენი რედაქტორის და მკითხველის გემოვნებას 100%-ით აკმაყოფილებდეს.
რა უნდა გაითვალისწინოთ სტატიის წერისას:
- სტატია უნდა იყოს სასაცილო, თუმცა არ არის აუცილებელი იყოს პირდაპირი გაგებით სასაცილო. ასეთ შემთხვევაში “მწარე” სატირული ელემენტებით უნდა იყოს გაჯერებული
- ნუ გამოიყენებთ ანეკდოტების ხუმრობებს და ფაბულებს.
- ნუ ახსნით ხუმრობებს - თუ აბზაცში ან წინადადებაში ჭკვიანური ან ჩვეულებრივი ხუმრობა გაქვთ “ჩარტყმული”, ნუ განავრცობთ მას. ჩვენი მკითხველები დებილები არ არიან (ხშირ შემთხვევაში) და ყოველთვის ხვდებიან რისი თქმა უნდა ავტორს.
- ეცადეთ თქვენი ტყუილი, მისტიფიკაცია, დეზინფორმაცია და ა.შ. ახლოს იდგეს რეალობასთან. ქართული რეალობიდან გამომდინარე, ეს არც ისე რთულია.
- თუ თქვენი სტატია ჩვენს რედაქტორს არ მოეწონება, არ გეწყინოთ.