ყველაფერი რჩეული ერთად

თბილისი, დისპროპორციული 2020 2020 წლის არჩევნების წინ, შესაძლოა, არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიას ფიზიკური მომზადების სავალდებულო ნორმატივების ჩაბარება მოუწიოს.  გაგრძელება →

ბოსტანი, 2019 — დღეს, ხმაურიანი კომიტეტების პარალელურად, შედარებით წყნარ და მშვიდ ვითარებაში გაიმართა შრომის, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, რომელმაც კენჭი უყარა, პირველივე მოსმენით მიიღო და პლენარული სესიისთვის მოამზადა ახალი კანონპროექტი.  გაგრძელება →

სერგი გვარჯალაძის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის ქუჩის მუსიკოსებს, შესაძლოა, რეგულაციები დაუწესდეთ. გაგრძელება →

ჩიტის წყაროს ინფორმაციით, ქართული პოლიტიკის საუნდტრეკების ავტორმა, ბერა ივანიშვილმა, თანაგუნდელებს უსაყვედურა. მუსიკოსი, ქართული ოცნების წევრებს, მიქარვებს შორის ცოტა მეტ დროს ან, წინასწარ, სამი კვირით ადრე მაინც, გაფრთხილებას სთხოვს. "ხეზე კი არ იზრდება ეს ტრეკები, თქვეჩემისებო" - იწერება ბერა ვაიბერის ჯგუფურ-ჩეთში, სადაც, მასთან ერთად, ქვეყნის პრემიერი, მინისტრთა კაბინეტი და ზაზა ნოზაძე არიან. გაგრძელება →

არსებული ინფორმაციით, წუხელ გლდანის დეპუტატმა პარლამენტში სოსო ჯაჭვლიანმა შეხვედრა გამართა გლდანის მე-4 საბავშვო ბაღის ბავშვებთან, სადაც მან განაცხადა, რომ სანტა-კლაუსი არ არსებობს და ჯობია ბავშვები ამ დროიდანვე შეეგუონ ამ აზრს. გაგრძელება →

კვერცხი: თვის ბოლო

თვის ბოლოს, როცა ხელფასამდე ყველა ასეთ დღეში ვართ :(

10,921 ნახვა 10 სგ

ლაგოდეხი - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი საწარმო გახსნა. იაფი კრედიტების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ლაგოდეხის რაიონში ტატუ სალონი გაიხსნა, რომელიც სოფლის მეურნეობას ააღორძინებს. როგორც სალონის მფლობელი ემზარ ლურსმანაშვილი აცხადებს ტატუს საღებავები მხოლოდ ორგანული მასალისგან კეთდება. გაგრძელება →

გვერდები