ქართველი პოლიტიკოსები გაიხდიან

4,057 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 23 სექტემბერი - რამდენიმე დღის წინ, საქართველოში ცნობილი უკრაინული ორგანიზაცია "FEMEN"-ის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, რომლებმაც უკრაინელ ქალებზე გამეფებული სტერეოტიპები გააპროტესტეს. ორგანიზაცია ცნობილია იმით, რომ ისინი პროტესტს სიშიშვლით გამოხატავენ, თუმცა, თბილისში ჩაცმულები დადიოდნენ, რადგან ქართველი მამაკაცების დაგროვებული ენერგიის შეეშინდათ.

აქციის შემდეგ "FEMEN"-ის წარმომადგენლები პოლიტიკოსებს შეხვდნენ. როგორც ჩიტისთვის გახდა ცნობილი, სახელისუფლებო წრეებთან შეხვედრისას მცირე ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი. როგორც ჩანს, უკრაინაში არჩევნებზე საგულაოდ ჩასულ ქართველ ხელისუფალთათვის "გაჯეჯილება" და უკრაინელი ქალები სინონიმებია (შეგახსენებთ, სწორედ ამას აპროტესტებდნენ "FEMEN"-ის წარმომადგენლები * ავტ. შენ.) და შესაბამისად, რამდენიმე მათგანს თბილისი მერიოტის საკონფერენციო დარბაზში "თვალთ ბინდი გადაეკრა" (ნეტა ლაშა ნადარეიშვილი კითხულობდეს ამას <3 *ავტ. შენ.) და დაბნეულმა ფემინისტებმა ძლივს გამოასწრეს იქიდან.

ოპოზიციასთან შეხვედრისას ორგანიზაციის წევრებმა ძირითადად პროტესტის კულტურის აწევაზე ისაუბრეს და ქართველ ოპოზიციონერებს მინი-ტრენინგი და უორქშოფიც ჩაუტარეს. უორქშოფის ფარგლებში ქართველ პოლიტიკოსებს კომპლექსების მოხსნა მოუწიათ, რასაც კარგად გაართვეს თავი და ადვილად გაიხადეს. გახდილ ოპოზიციონერებს პერსონალური რჩევებიც მრავლად მისცეს. კახა კუკავას რეპრესირებულთათვის გამოყოფილი პენსიის აღება დაუჯდა ჭკუაში, ხოლო გუბაზ სანიკიძესა და გია ყრუაშვილს Gay Bear ტურისტების მოსაზიდად გადაღებულ რეკლამებში მონაწილეობა ურჩიეს.

საბოლოდ, გადაწყდა რომ მრისხანების დღეს საქართველოში სიშიშვლის დღე ჩაანაცვლებს. 7 ნოემბერი ამიერიდან ეროვნული ტანტალის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები