ლელა კაკულია: "ორი ედუარდის აღზევებას ვხედავ!"

24,510 ნახვა 2 სგ
2 სგ

თბილისი, 24 სექტემბერი - ცნობილი ქართველი წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას განცხადებით 2012 წლისთვის უამრავი ცვლილება მოხდება როგორც საქართველოში ასევე მსოფლიოში.

უკანასკნლ წინასწარმეტყველებაში ქალბატონი ლელა ყურადღებას ამახვილებს ორი ედუარდის წარმატებაზე:
"ვხედავ ედუარდ სააკაშვილს, იგი კვლავ მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია.. ღმერთო... იგი კვლავ რეკორდს დაამყარებს!"
კაკულიას თქმით, ედუჩი სააკაშვილი iPad-ს მდ. ენგურის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასტყორცნის, ხოლო სანამ iPad-ი ჰაერში იქნება იგი ტელეპატიური ნიჭის საშუალებით მასზე აკრეფს ფრაზას: "ჩვენ გვახსოვს აფხაზეთი!"
შედეგად რუსეთის მმართველები თავიანთ შვილებზე განრისხდებიან. რუსეთში მამათა და შვილთა უმოწყალო ომი დაიწყება რომელიც დიდხანს გასტანს.

"ედუარდ ამბროსევიჩი კვლავ დიდ პოლიტიკაში დაბრუნდება, მსოფლიო ლიდერები მას სთხოვენ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტისა და რუსეთში ედუარდ სააკაშვილის რეკორდის შედეგად წარმოშობილ ხიდჩატეხილობის კონფლიქტის მოგვარებას... ისრაელსა და პალესტინას შორის აღმართული კედელი მის ფერხთქვეშ დაინგრევა..! იგი ასევე დაანგრევს ჩინეთის დიდ კედელს და მონღოლები დაიბრუნებენ დაკარგულ ტერიტორიებს! ვხედავ ბატონი ედუარდი და მონღოლები გახარებულები არიან, მათ ნობელის პრემიას გადასცემენ მშვიდობის დარგში... რუსეთს ვეღარ ვხედავ... სერთოდ 2012 წლის 21 დეკემბრის მერე გამოსახულება ფუჭდება!" - დასძენს კაკულია.

წინასწარმეტყველს არც სპორტის სფერო გამორჩენია: "ვხედავ თემურს! ქეცბაიას... ძალიან დიდი ტკივილები აქვს და იტანჯება. მთელი ერი სწუხს, ექიმები ამბობენ რომ კენჭის გავლა აქვს, მაგრამ არ უნდა ვინერვიულოთ ყველაფერი ბედნიერად დასრულდება... თემური მესებს ბადავს და არა კენჭებს."

ლელა კაკულიას პროგნოზებს ეთანხმება მომღერალი ეთერ კაკულიაც: "მე მისი რაღაცნაირად მჯერა" - აცხადებს მომღერალი.

კომენტარები