მადრიდი, ესპანეთი, 2 ოქტომბერი - სამეფო კანცელარია ახალ ინფორმაციას ავრცელებს - მათი თქმით საქართველოს პრინცი გიორგი ბაგრატიონ ბაგრატიონი 3 დღის შესრულდა და სამეფო ოჯახმა გადაწყვიტა რომ აღმზრდელს მიაბაროს. ნაზირ-ვეზირების რჩევით და მეფის სიზმრის გათვალისწინებით უფლისწულს აღმზრდელად ავთანდილ უნგიაძე დაუნიშნეს, რომელმაც პირობა დადო რომ ბავშვს სპარტანული მეთოდებით - შიბაქში აღზრდის.
პირველი აღმზრდელობითი დღის შემდეგ ბატონმა ავთომ ჟურნალისტებს განუცხადა: “სამწუხაროდ მე ვერ ვესწრებოდი მისი უდიდებულესობის დაბადებას, თუმცა სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით ჩემთვის ცნობილია რომ პრინცის დაბადებას შუშხუნები მოჰყვა! რაც შეეხება პირველი დღის შთაბეჭდილებებს, მიუხედავად იმისა რომ ბატონიშვილს პირზე დედოფლის რძე არ ჰქონდა შემშრალი, საკმაოდ ბრძნულად უსმენდა ჩემს შეგონებებს და პერიოდულად მეფურად, მუჭში აბოყინებდა, რაც გასაგებია, რადგან ახალი ნასადილევი გახლდათ”.
პრინცის აღმზრდელმა იქვე დასძინა რომ ძალიან გაკვირვებული დარჩა ანაზღაურებით: “არ მოველოდი რომ ესპანეთში უფრო მაღალი ანაზღაურება იქნებოდა ვიდრე გერმანიაში, ყველა ბეიბისითერს ვურჩევ რომ კარიერა აქ განაგრძოს.”
ჟურნალისტებისთვის მოულედნელად სამეფო კარის პრესკონფერენციაზე ვაჟა ზაზაევიჩიც გამოჩნდა, მისი განცხადებით ყუფარაძეს რომ არ დაერეკა შეიძლება არც მოსულიყო, მაგრამ დარეკა. ბატონმა ვაჟამ ექსკლუზიურად ჩიტისთვის გააკეთა კომენტარი: “ყველაფერი კარგი, მაგრამ ეს ორი სათაური რა საჭიროა, ჩემო კარგო, ვერ გავიგე!”