პრინცის დაბადება აბორტების რიცხვის შემცირებას შეუწყობს ხელს

8,875 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 29 სექტემბერი - 27 სექტემბერს, ქვეყანას, საქართველოს პრინცი მისი უდიდებულესობა გიორგი ბაგრატიონი მოევლინა. შეგახსენებთ, რომ მონარქიის აღდგენის იდეის წამოწევის შემდეგ ბაგრატოვანთა ორი შტო გაერთიანდა. პრინცი გიორგი საქართველოს ტახტის ერთადერთი ლეგიტიმური მემკვიდრეა. სამეფო კანცელარია და ქართველი მონარქისტები მოვლენას პოზიტიურად აფასებენ და მთელ იმედებს ახალშობილზე ამყარებენ. ცნობილია, რომ პრინცის საპატივცემულოდ, მალე, დიდი ზეიმი გაიმართება ბაზალეთის ტბასთან. სხვადასხვა ღონისძიებებთან ერთად იგეგმება შეჯიბრი ყვინთვაში, აღნიშნულ კონკურსში მონაწილეების მიზანი იქნება ბაზალეთის ტბის ფსკერიდან ოქროს აკვნის ამოღება, რომელშიც პრინცს ჩააწვენენ და სარწევად აზნაურის ქალს მიუსვამენ.

ღირსეშანიშნავმა მოვლენამ ქართულ საზოგადოებაზეც იქონია გავლენა. ჩიტის მოპოვებული ინფორმაციის მიხედივთ, საქართველოში აბორტების რიცხვმა საგრძნობლად იკლო (უკვე 2 დღეში დაუჯერებელი შედეგებია). მოგეხსენებათ, საქართველოში ძირითადად შერჩევითი აბორტები კეთდება, ანუ მშობლები ნაყოფს მხოლოდ იმ შემთხვევაში იშორებენ როდესაც ექოზე მდედრობითი სქესი ჩანს.

"გუშინწინ გავიგეთ, რომ გოგო უნდა გაგვჩენოდა, მაგრამ აბორტმახერთან შესვლამდე ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მახარა, პრინცი დაიბადაო. სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტეთ გოგოს გაჩენა, ვინ იცის, იქნება და მეფის ცოლობასაც გამოჰკრას ხელი." - აცხადებს მომავალი გოგონას მამა, რომელიც ახლა უკვე ბედნიერია. სტატისტიკურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ტენდენცია უკვე დამკვიდრდა და საქართველოს დედოფლობის პერსპექტივა უფრო მეტ გოგონას გადაარჩენს. "თუ პრინცმა არ მოიყვანა ცოლად, მერე მოვკლავ კაცო, რა პრობლემაა?" - აცხადებს ზემოთხსენებული ბედნიერი მამა.

კომენტარები