“ჩიტის” (შემდგომში მოხსენიებული, როგორც “საიტი” ან “ადმინისტრაცია”) მიზანია გასართობი, სატირულ-იუმორისტული კონტენტის წარმოება და დისტრიბუცია.
მომხმარებელი საიტზე მასალის განთავსებით ეთანხმება პირობას, რომ ეს მასალა წარმოადგენს მის ქმნილებას ან აქვს მისი შემქმნელისგან გავრცელების უფლება ან იგი არის საჯარო საკუთრება და მასზე არ ვრცელდება საავტორო უფლებები. საიტის ადმინისტრაცია არ იღებს პასუხისმგებლობას, მოახდინოს მომხმარებელთა ქმედების ავთენტურობის გადამოწმება ამ პირობასთან.
მომხმარებლის მიერ საავტორო უფლებების დარღვევის და მასალის არაავტორიზებული გავრცელების ფაქტის აღმოჩენისას, მასალის მფლობელს შეუძლია მიმართოს საიტის ადმინისტრაციას და მოითხოვოს მასალის საიტიდან მოხსნა. ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას, მოითხოვოს ავტორობასთან დაკავშირებული განცხადების დამადასტურებელი მტკიცებულება.
თუ მომხმარებლის მიერ განთავსებული მასალა წარმოადგენს მის საავტორო ნამუშევარს (არის მის მიერ შექმნილი, აწყობილი, დახატული, დაწერილი და ა.შ.), ატვირთვის მომენტიდან ვებსაიტი იღებს მისი მეტა-ინფორმაციის და ელექტრონული ასლის გავრცელების, მოდიფიცირების და კომერციული მიზნებისთვის გამოყენების უფლებას, ასევე კონტროლს, გავრცლების საშუალებებსა და პერიოდზე, ავტორთან ამ შეთანხმების გარდა დამატებითი შეთანხმების ან ანაზღაურების გარეშე. ატვირთული მასალის საიტიდან წაშლა იზღუდება კონტენტის ტიპოლოგიის მიხედვით. შეზღუდული ტიპის კონტენტის საიტიდან წაშლა ხდება მხოლოდ მომხმარებლის მიერ ადმინისტრაციასთან წერილობითი კონსულტაციისა და მოლაპარაკების შედეგად. ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას, არ წაშალოს კონკრეტული მასალა, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.
“ჩიტის” ადმინისტრაცია არ აგებს პასუხს მესამე პირების მიერ მომხმარებელთა კონტენტის მითვისებაზე ან არასანქცირებულ გამოყენებაზე. თუმცა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ეცდება საერთო საავტორო უფლების დაცვას, ყველა ხელმისაწვდომი და ადეკვატური საშუალებით.
ადმინისტრაციასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, ვებსაიტის ან/და მისი მომხმარებლების ორიგინალი (საავტორო) მასალის დაკოპირება, გავრცელება ბეჭდური, ონლაინ ან სამაუწყებლო მედიის საშუალებით, გამოყენება ფინანსური სარგებლის პირდაპირი ან ირიბი გზით მიღების მიზნით, ადაპტირება და კონტექსტიდან ამოღება, აკრძალულია.
უფრო გასაგები ენით შტერი (ონლაინ-)ჟურნალისტებისათვის:
საიტიდან ნებისმიერი რამის წაღება, რომელიც წარმოადგენს ჩიტის ან საიტის იუზერის საკუთრებას, ადმინისტრაციასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე აკრძალულია. ამ პირობის დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციის მხრიდან მიღებული იქნება შესაბამისი კანონიერი ზომები.
საიტის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს საკუთარი შეხედულებების შესაბამისად, წინასწარი გაფრთხილებისა და ავტორთან შეთანხმების გარეშე, ნებისმიერ დროს წაშალოს/აღადგინოს/შეცვალოს თქვენ მიერ ატვირთული მასალა, სათაური, აღწერა, ტეგები და ა.შ.
საიტი არ იძლევა გარანტიას, რომ იგი იმუშავებს მუდმივად. ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას, შეწყვიტოს საიტის ფუნქციონირება და ამის შემდეგ არ მოახდინოს მასალების გადაცემა ავტორებზე, მომხმარებლების წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
საიტზე რეგისტრაციის ან/და საიტზე მასალის დაურეგისტრირებლად ატვირთვისას თქვენ ეთანხმებით პირობას, რომ ხართ 13 წლის ან მეტი ასაკის. ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას და/ან ვალდებულებას იხსნის გადაამოწმოს ყველა მომხმარებლის ნამდვილი ასაკი.
ადმინისტრაცია იხსნის პასუხისმგებლობას ვებსაიტზე განთავსებული კომენტარების მოდერირებასა და ფილტრაციაზე. კომენტარის დამატების მოქმედებას მომხმარებელი ახორციელებს facebook-ის ჩანართის საშუალებით, ამავე ქსელის ბაზაში.
საიტზე გამოქვეყნებას ექვემდებარება ნებისმიერი სახის კონტენტი, რომელიც არ ეწინაარმდეგება “ჩიტის” სარედაქციო პოლიტიკასა და რედაქტორის გემოვნებას. მასალის არგამოქვეყნების ან წაშლის მიზეზი შეიძლება გახდეს მისი საქართველოს კონსტიტუციასთან, სისხლის სამართლის კოდექსთან და სხვა ნორმატიულ აქტებთან წინააღმდეგობაში ყოფნა. (მაგალითად, ვინმეს სიცოცხლის ხელყოფის, სახელმწიფო გადატრიალებისა და სხვა მსგავსი ქმედებისკენ მოწოდება).
საიტი მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თუ თქვენ მასალას პოსტავთ სხვა სახელმწიფოს საზღვრებიდან, თქვენ თავად ხართ პასუხისმგებელნი აღნიშნული სახელმწიფოს კანონმდებლობასთან ურთიერთობაში. მაგალითად - თუ იმყოფებით ჩრდილოეთ კორეაში და პოსტავთ კიმ ირ სენის კარიკატურას, თქვენს თავს დააბრალეთ, ეგ ჩვენი პრობლემა არ არის.
აკრძალულია და სარედაქციო პოლიტიკას ეწინააღმდეგება შემდეგი სახის კონტენტი:
- კანონდარღვევისკენ მოწოდება. (მარიხუანასთან დაკავშირებული თემები არ ითვლება).
- სიძულვილის ენა: ქსენოფობიური, ჰომოფობიური, ნაცისტური, ფაშისტური, რასისტული და ა.შ. მასალა. - ცხადია ყველაფერზე ხუმრობა შეიძლება, მაგრამ ნუ აგერევათ ადამიანების სიძულვილისა და ძალადობის შესახებ მოწოდებების გაკეთება, არაპოლიტკორექტულ ხუმრობაში. არაპოლიტკორექტული ხუმრობა მოსულა.
- არასაჯარო პირების პერსონალური სივრცის დარღვევა - ანუ, ვინმესთან თუ სექსი გექნებათ, ამ ფაქტის დეტალებით აქ ნუ იამაყებთ.
- სარეკლამო პოსტების დადება (თუ რეკლამა გინდათ, გადაიხადეთ და დავდებთ სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. ხოლო თუ ვინმე დებილი 15 წლის გოგო/ბიჭი ადმინი ხართ, რომელიც მდარე სარეკლამო პოსტერებს ქმნის, უბრალოდ თავი დაიხოცეთ).
- პორნოგრაფიული მასალა.
- საავტორო უფლებების დამრღვევი ფოტო/ვიდეო/აუდიო მასალის დადება. (პალიტრა TV-სავით ნუ მოიქცევით რა. თუ ფოტო ვიღაცას ეკუთვნის და მისი ვათერმარკი ადევს დატოვეთ, ნუ მოშლით და აღწერაშიც მიუთითეთ ავტორი. კარგ სიმღერას ან ვიდეოს რომ იპოვით, ჩასვით ავტორის არხიდან, შოთო სიხარულიძეს, პალიტრა TV-ს და სხვა მსგავსი ტიპებივით ნუ იზამთ. ტეხავს).
ახალი ამბების შესახებ
მასალების კოპირების ან ინტერპრეტირებისას წყაროს მითითება და საღი აზრი სავალდებულოა. პროექტი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას სატირულ-იუმორისტული მიზნებისთვის, მისი ჯგუფი არ აგებს პასუხს იმ შედეგებზე, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს მავანთა მიერ ამ ფაქტის არცოდნას. მასალებში გამოყენებული ყველა სახელი და გვარი, გარდა საჯარო პირთა სახელებისა, გამოგონილია და ნებისმიერი დამთხვევა რეალურთან – შემთხვევითობაა.
ჩვენ გვჯერა, რომ ზედა აბზაცი ყველაზე ლაკონურად განმარტავს სიტუაციას ამ საიტზე და ყველაზე უსაფრთხოდ გვაცილებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც შეიძლება მოყვეს ვინმეს მიერ ჩვენი დაწერილი ყალბი ნიუსის დაჯერებას. (თუმცა, უკანასკნელმა წლებმა გვაჩვენა, რომ ადამიანთა დიდი ნაწილი სტატიის სათაურის და პირველი აბზაცის იქით აღარ იხედება და არ ვიცით პირდაპირ რა გავაკეთოთ…)
არ ვიცით, როგორ, მაგრამ თუ მოხდა ისე, რომ ვიღაც ედუარდ სნოუდენის პონტში როჟამ, უშიშროების ან რომელიმე სხვა სამინისტროს გრიფით საიდუმლო მასალა აიღო და ჩვენთან ჩააკოპირა, შეფუთა ეს როგორც სატირულ-იუმორისტული ნიუსი და გაავრცელა და დაანგრია და დააქცია ქვეყანა, ჩვენ პასუხისმგებლობას ვიხსნით. სად ვარჩიოთ ახლა ჩვენ კარგი იუმორის მქონე აიტიშნიკების გონების ნაჟური და სახელმწიფო საიდუმლოება. - ასევე სხვა საიდუმლოებებიც.
ჯერჯერობით სულ ეს არის. ეს წესებიც, ისევე, როგორც ჩიტი, ცოცხალია და მუდმივად იქნება განახლებისა და დახვეწის რეჟიმში. გვერდის ბოლოს მითითებულია წესების უკანასკნელი განახლების თარიღი. წესებზე თანხმობის შემდეგ, მომხმარებელი იღებს პასუხისმგებლობას, თავად აკონტროლოს მისი განახლებების შინაარსი და ასეთი სურვილის არსებობის შემთხვევაში, უარი განაცხადოს თავდაპირველად მიცემულ თანხმობაზე და ეს გამოხატოს საიტზე მისი ანგარიშის გაუქმებით (თუ დარეგისტრირებულია) ან საიტზე აღარ შემოსვლით (თუ არ არის დარეგისტრირებული).
ბოლო განახლება: კვირა, 27 აპრილი, 2014 - 15:01