ნიკოლა სარკოზის ვიზიტისთვის საქართველო განსაკუთრებულად ემზადება

4,216 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 6 ოქტომბერი - ხვალ, 15:00 საათზე, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საქართველოს ეწვევა. ოფიციალური შეხვედრების შემდეგ საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტები თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ხალხის წინაშე წარსდგებიან. ამ მნიშვნელოვანი და ისტორიული მოვლენისთვის ქართული მხარე განსაკუთრებულად ემზადება.

როგორც ჩიტისთვის ცნობილი გახდა, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ვლადიმერ არუთინიანი შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ეს შეწყალება არანაირ კავშირში არ არის იმ ფაქტთან, რომ სარკოზიმ ფეხებზე დაიკიდა რუსეთის მიერ ხელმოწერილი, მის მიერვე შედგენილი 6 პუნქტიანი შეთანხმება. "ეს ჩვეულებრივი მოვლენაა მსოფლიო საპრეზიდენტო პრაქტიკაში. ყოველი ღირსშესანიშნავი მოვლენის წინ პატიმრების შეწყალება მიღებული და სასურველი ჟესტია." - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით თავისუფლების მოედანზე უსაფრთხოებას უზრუნველყოფს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური, რომელიც შიშობს საფრთხე არ შეექმნას სამხედრო ხომალდ მისტრალთან დაკავშირებულ გარიგებას. პრეზიდენტის პრეს–სამსახურის განცხადებით შედეგად მოხდება უსაფრთხოებაზე გამოყოფილი საბიუჯეტო თანხების დაზოგვა.

თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილი და ნიკოლა სარკოზი 17:30-ზე გამოვლენ.

კომენტარები