საყოველთაო დაზღვევა აქციაზე მიღებული დაზიანებების მკურნალობას აღარ დააფინანსებს

3,122 ნახვა 0 სგ
0 სგ

ბოსტანი, 2019 — დღეს, ხმაურიანი კომიტეტების პარალელურად, შედარებით წყნარ და მშვიდ ვითარებაში გაიმართა შრომის, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, რომელმაც კენჭი უყარა, პირველივე მოსმენით მიიღო და პლენარული სესიისთვის მოამზადა ახალი კანონპროექტი. 

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოში მოქმედი საყოველთაო დაზღვევა აღარ დააფინანსებს საპროტესტო აქციებსა და დემონსტრაციებზე მოქალაქეებისთვის მიყენებული დაზიანების მკურნალობას, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. 

კანონპროექტის მიხედვით, საყოველთაო დაზღვევიდან ამოღებულია შემდეგი სახის დაზიანებების მკურნალობა:

  1. ძვალ-სახსრის, ყბა-სახის, ცხვირ-პირის მოტეხილობა;
  2. ყნოსვის, სმენის, მხედველობის და სხვათა დაზიანება/მოშლა;
  3. დალურჯება, დაშავება, დასისხლიანება.

კანონპროექტი ჯანდაცვის კომიტეტმა პირველივე მოსმენით მიიღო. დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს ქვეყანაში პროტესტის ჩაცხრობას, ვინაიდან გაჭირვებულ მოსახლეობას ნამდვილად არ აქვს იმის ფუფუნება, სპეცრაზმის მიერ მიყენებულ დაზიანებებზე თავისი სახსრებით იმკურნალოს. 

კანონპროექტი პლენარულ სესიაზე 13 დეკემბერს გავა.

კომენტარები