ბერა ქართულ ოცნებას მიქარვებს შორის მეტ დროს სთხოვს

20,640 ნახვა 0 სგ
0 სგ

ჩიტის წყაროს ინფორმაციით, ქართული პოლიტიკის საუნდტრეკების ავტორმა, ბერა ივანიშვილმა, თანაგუნდელებს უსაყვედურა.

მუსიკოსი, ქართული ოცნების წევრებს, მიქარვებს შორის ცოტა მეტ დროს ან, წინასწარ, სამი კვირით ადრე მაინც, გაფრთხილებას სთხოვს.

"ხეზე კი არ იზრდება ეს ტრეკები, თქვეჩემისებო" - იწერება ბერა ვაიბერის ჯგუფურ-ჩეთში, სადაც, მასთან ერთად, ქვეყნის პრემიერი, მინისტრთა კაბინეტი და ზაზა ნოზაძე არიან.

სავარაუდოდ, უმცროსი ივანიშვილის განაწყენება, მმართველი პარტიის მიერ ჩადენილი მიქარვების სიხშირეს უკავშირდება. როგორც ჩანს, ბერას შემოქმედებითი პროცესი ვერ ასწრებს საკმარისი რაოდენობის ტრეკების მომზადებას, რომელთა მიზანი, მამის სურვილების ინსტალაციური ფორმით გაჟღერება ან, უბრალოდ, საპროტესტო ტალღის მოთვინიერებაა.

სტატიის მომზადების მომენტისთვის, მუსიკოსის ამ შეტყობინებას არავინ გამოხმაურებია; პრემიერმა კვირიკაშვილმა კი ის დასინა.

კომენტარები