
არსებული ინფორმაციით, წუხელ გლდანის დეპუტატმა პარლამენტში სოსო ჯაჭვლიანმა შეხვედრა გამართა გლდანის მე-4 საბავშვო ბაღის ბავშვებთან, სადაც მან განაცხადა, რომ სანტა-კლაუსი არ არსებობს და ჯობია ბავშვები ამ დროიდანვე შეეგუონ ამ აზრს.
ასევე მან ბავშვებს ამოურჩია, დედა უფრო უყვართ თუ - მამა. მშობლები აცხადებენ, რომ გუშინდლის შემდეგ, ბავშვები საკუთარ თავებში ჩაიკეტნენ, ხმას არ იღებენ და ჩუმად ქვითინებენ. სამაგიეროდ, ამაყია ბატონი სოსო - აცხადებს მისი მდგმური.