სოსო ჯაჭვლიანი - "ბავშვებო, სანტა-კლაუსი არ არსებობს"

7,947 ნახვა 3 სგ
3 სგ

არსებული ინფორმაციით, წუხელ გლდანის დეპუტატმა პარლამენტში სოსო ჯაჭვლიანმა შეხვედრა გამართა გლდანის მე-4 საბავშვო ბაღის ბავშვებთან, სადაც მან განაცხადა, რომ სანტა-კლაუსი არ არსებობს და ჯობია ბავშვები ამ დროიდანვე შეეგუონ ამ აზრს.

ასევე მან ბავშვებს ამოურჩია, დედა უფრო უყვართ თუ - მამა. მშობლები აცხადებენ, რომ გუშინდლის შემდეგ, ბავშვები საკუთარ თავებში ჩაიკეტნენ, ხმას არ იღებენ და ჩუმად ქვითინებენ. სამაგიეროდ, ამაყია ბატონი სოსო  - აცხადებს მისი მდგმური.

კომენტარები