ყველაფერი რჩეული ერთად

თბილისი, 4 აპრილი – კინოსტუდია “სანგუკო” ახალ გრანდიოზულ პროექტზე იწყებს მუშაობას. ქართული კინო კომპანია იან ფლემინგის ცნობილი რომანის, ჯეიმს ბონდის ქართულ ადაპტაციას გადაიღებს. რომანის ეკრანიზაციაზე ლიცენზია უკვე ნაყიდია, “ძალიან იაფი დაგვიჯდა ლიცენზია, რადგან ჩვენ რომანის ადაპტაციას ვიღებთ და არა თვითონ რომანს, ანუ დაახლოებით ‘ჯონი ინგლიშის’ ვარიანტს, მაგრამ გაცილებით სერიოზულს”, – განაცხადა ნუცა კუხიანიძემ. გაგრძელება →

თბილისი, 2 აპრილი – ცნობილი ქართველი ჰომოფობები გია ყრუაშვილი და ნანა კაკაბაძე LGBT საზოგადოების მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას იცვლიან და ამ ცვლილებას ასეთი ნაბიჯით გააპიარებენ. აწ უკვე LGBT საზოგადოების მეგობრების განცხადებით, ისინი მიხვდნენ, რომ “ამ ქვეყანას ორმაგი სტანდარტები ღუპავს და თუ ადამიანის უფლებების დაცვას ვითხოვთ, ყველა ადამიანის უფლება უნდა დავიცვათ” – დასძინეს მათ. გაგრძელება →

თბილისი, 27 მარტი – “ქალური ლოგიკის” დასახურად გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ ქართველი ფემინისტები ფართომასშტაბიან კამპანიაზე გადადიან და მიზნად მენტალურ რევოლუციას ისახავენ. გაგრძელება →

ნიუსი: მიხეილ სააკაშვილი ჩრდ. კორეას ეწვია

11,494 ნახვა 0 სგ

ფხენიანი, 26 მარტი – საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ საააკაშვილი სეულის შემდეგ ფხენიანს ესტუმრა. როგორც პრეზიდენტის პრეს–სპიკერი აცხადებს, სააკაშვილს პირადად პრეზიდენტმა ობამამ სთხოვა ჩრდ. კორეაში ჩასვლა, როგორც კეთილი ნების ელჩს. მოგეხსენებათ, აშშ ნელ–ნელა ალაგებს ურთიერთობას ჩრდ. კორეასთან, დაახლოებით 1 თვის წინ ჰუმანიტარული დახმარების სანაცვლოდ კიმ ჩენ ინმა (კორეის ახალი ლიდერი - ავტ. გაგრძელება →

ნიუსი: Real TV ფორმატს იცვლის

7,088 ნახვა 0 სგ

24 მარტი, თბილისი – გუშინ საღამოს სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო, სადაც ასახულია ქურდული გარჩევა, REAL TV–ის ახალი ფორმატის ტიზერი აღმოჩნდა. http://www.youtube.com/watch?v=kS-Nn3jDOPg გაგრძელება →

იასამნისფერი თბილისი, 15 მარტი - წელს კომპანია "ჯეოსელი" 15 წლის იუბილეს აღნიშნავს, რასთან დაკავშირებითაც თბილისში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი "აქცია" უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს - ქალაქის ცენტრალური ქუჩების და მათზე მდებარე შენობების გარე განათებებს იასამნისფერი ფილტრები დაუყენდა. გაგრძელება →

თბილისი, 14 მარტი – დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრებს საქართველოს პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაში შეხვდება და მათ დავით კირკიტაძის სახელობის “თანამედროვე გმირის” ორდენებს გადასცემს. გაგრძელება →

4 მარტი, თბილისი – რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოს ხელისუფლება თავისებურად შეხვდა. დღეს შუადღისას, თბილისელებმა აღმოაჩინეს, რომ მდინარე მტკვარი ბოლომდე დაშრა, მას შემდეგ, რაც მისმა დონემ ბოლო დღეების განმავლობაში საგრძნობლად იკლო. მდინარის დაშრობის ოფიციალური ვერსია ჯერ–ჯერობით არ გავრცელებულა, თუმცა, კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად, ეს ხელისუფლების წინასაარჩევნო ტრიუკია. გაგრძელება →

ხაშური, 2 მარტი – ხაშურის გამჭვირვალე პოლიციის შენობაში ამ წუთებში შამანების, ეგზორცისტების, მკითხავების, თეთრი მაგებისა და სასულიერო პირების რაზმები მუშაობენ. როგორც ჩიტთან საუბარში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, შენობაში ავმა სულებმა დაიდეს ბინა და მათი გამოდევნისთვის შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. გაგრძელება →

თბილისი, 26 თებერვალი – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ახალ მონაცემებს აქვეყნებს, რომლებშიც ქართველი პოლიტიკოსების განწყობები არის ასახული. ხანგრძლივი კვლევების შედეგად ორგანიზაციამ დაადგინა, რომ ქართველ პოლიტკოსთა შორის ყველაზე მეტს,კერძოდ  436–ჯერ, მიხეილ სააკაშვილი იღიმის. “დღის განმავლობაში პრეზიდენტი დაახლოებით 436–ჯერ იღიმის, ხოლო 10–15–ჯერ იბღვირება” – ნათქვამია საქსტატის დასკვნაში. გაგრძელება →

ნიუსი: კიკვიძის ბაღში ახალი ძეგლი დაიდგმება

7,251 ნახვა 0 სგ

თბილისი, 22 თებერვალი – თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, კიკვიძის ბაღში ახალი ძეგლი დაიდგმება. ქანდაკება დედამიწის ფორმის იქნება და კონტინენტების მაგივრად ზედ ფილტვები იქნება გამოსახული. კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გოგი ყოჩიშვილი აცხადებს, რომ ეს ქანდაკება პლანეტაზე გაჩეხილი ტყეების მემორიალი იქნება, რათა თითოეულ ჩვენგანს შეახსენოს, როგორი მნიშვნელოვანია ხეები და მცენარეები კაცობრიობისთვის. გაგრძელება →

თბილისი, 14 თებერვალი - საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრებმა კახაბერ ანჯაფარიძემ და ზვიად კუკავამ ახალი კანონპროექტი წარმოადგინეს, რომელიც ინფორმაციულ უსაფრთხოებას ეხება და ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაცვას უზრუნველჰყოფს. გაგრძელება →

ნიუსი: გუგლმა ატლანტიდა ლაზიკით ჩაანაცვლა

6,455 ნახვა 0 სგ

მაუნთინ ვიუ, 7 თებერვალი - კომპანია გუგლმა თავისი პროდუქტიდან Google Earth ატლანტიდის სურათი ამოიღო. ადგილი, რომელიც 2009 წელს აღმოაჩინეს ატლანტიდის მაძიებლებმა დღემდე დიდი განხილვის საგანი იყო, რადგან უცნაური რელიეფური წარმონაქმნი და ნაქალაქარის მსგავსი ნაგებობები იმ ადგილას მდებარეობდა, სადაც სხვადასხვა ლეგენდის მიხედვით შესაძლებელი იყო ატლანტიდის არსებობა. გაგრძელება →

თბილისი, 27 იანვარი - წელს, “ოსკარების” ტრანსლაცია ქართულ ტელესივრცეში არ მოხდება, რადგან დაჯილდოების ცერემონიის ჩვენების უფლება ბიზნესმენმა კობა ნაყოფიამ იყიდა. როგორც ჩიტისთვის გახდა ცნობილი, ნაყოფია ამერიკის კინო აკადემიაზე გაბრაზდა, რადგან “აგვისტოს 5 დღე” არც ერთ ნომინაციაში არ იქნა წარდგენილი. გაგრძელება →

გვერდები