ოსკარის ტრანსლირების უფლება კობა ნაყოფიამ შეისყიდა

5,485 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 27 იანვარი - წელს, “ოსკარების” ტრანსლაცია ქართულ ტელესივრცეში არ მოხდება, რადგან დაჯილდოების ცერემონიის ჩვენების უფლება ბიზნესმენმა კობა ნაყოფიამ იყიდა. როგორც ჩიტისთვის გახდა ცნობილი, ნაყოფია ამერიკის კინო აკადემიაზე გაბრაზდა, რადგან “აგვისტოს 5 დღე” არც ერთ ნომინაციაში არ იქნა წარდგენილი. შესაბამისად, ბიზნესმენმა “ოსკარების” მესვეურები მოღალეტეებად მონათლა და ქართველი ერის მოღალატეობრივი პროპაგანდისგან დაცვა განიზრახა.

“მე არ მივცემ გაზპრომს იმის უფლებას, რომ საქართველოში ამერიკის კინო აკადეემის გავლით თავისი პროპაგანდა განახორციელოს და ნამდვილი ქართული შედევრი, რომლის სცენარის ავტორიც თავად გახლავართ, ჩაკლას და ჩაახშოს” - ნათქვამია ბიზნესმენის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც nayofia.com-ზე გამოქვეყნდა.

26 თებერვალს, ამერიკის კინო აკადემიის უმაღლესი ჯილდოს გადაცემის ცერემონიის ნაცვლად, საქართველოს ტელევიზიების ეთერით “აგვისტოს 5 დღე” გადაიცემა.

რენი ჰარლინის ფილმის დაბლოკვის გამო კი შეიქმნება საქართველოს კინო აკადემიის ჯილდო “AlterOscar”, რომლის დაჯილდოების ცერემონიის საორგანიზაციო ჯგუფშიც სტეფანე, კახა ცისკარიძე და აჩიკო გულედანი იქნებიან. “AlterOscar”-ზე თექვსმეტი ნომინაცია იქნება. ნომინანტების ვინაობა ჯერ გარკვეული არ არის. ცნობილია მხოლოდ, რომ კინემატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ალტერ-ოსკარს თავად კობა ნაყოფიას გადასცემენ.

“AlterOscar” 26 მარტს, ლაზიკაში, ვასილ კეჟერაძის სახელობის დარბაზში გაიმართება.

კომენტარები