მტკვარის დაშრობა ხელისუფლების ინიციატივით მოხდა

6,276 ნახვა 0 სგ
0 სგ

4 მარტი, თბილისი – რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოს ხელისუფლება თავისებურად შეხვდა. დღეს შუადღისას, თბილისელებმა აღმოაჩინეს, რომ მდინარე მტკვარი ბოლომდე დაშრა, მას შემდეგ, რაც მისმა დონემ ბოლო დღეების განმავლობაში საგრძნობლად იკლო. მდინარის დაშრობის ოფიციალური ვერსია ჯერ–ჯერობით არ გავრცელებულა, თუმცა, კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად, ეს ხელისუფლების წინასაარჩევნო ტრიუკია.

სახელისუფლებო წრეებში არსებულმა სანდო წყარომ ჩიტთან საუბარში განაცხადა, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე საქართველოს ხელსუფლებამ დრო იხელთა და მტკვარი დააშრო, რათა "დედამდინარის ფონზე მათი რეიტინგები უფრო მაღალი გამოჩნდეს, ვიდრე სინამდვილეშია" და შესაბამისად, საზოგადოება გაყალბებული არჩევნების შედეგებს აქედანვე შეაჩვიონ.

ვრცელდება მეორე ვერსიაც, რომლის თანახმადაც მმართველმა გუნდმა ბიძინა ივანიშვილის ტივების ბიზნესს დაარტყა და ამით მას კიდევ ერთი საარსებო წყარო მოუსპო.

თბილისის მერიაში ამ ვერსიებს არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. მათი თქმით, ოფიციალური ვერსია დღეს საღამოს გამოქვეყნდება დედაქალაქის მერიის სპეციალურად შექმნილ გვერდზე http://tbilisi.gov.ge/mtkvari_dashra.html

კომენტარები