თსუ-ს თვითმმართველობის წარმომადგენლებს ორდენებს გადასცემენ

8,902 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 14 მარტი – დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრებს საქართველოს პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაში შეხვდება და მათ დავით კირკიტაძის სახელობის “თანამედროვე გმირის” ორდენებს გადასცემს.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრებმა, ამავე უნივერსიტეტის ორ სტუდენტს სცემეს. მართალია, ჯერ მათ კირკიტაძესავით ბოდიში არ მოუხდიათ, მაგრამ ირწმუნებიან, რომ აუცილებლად მოიხდიან. პრეზიდენტის პრეს–სამსახურის განცხადებით, პირობა, რომელიც თვითმმართველობის წევრებმა დადეს საკმარისია ორდენის მისაღებად: “მთავარია სინანული” – განაცხადა მანჯგალაძემ და სამჯერ გადაიწერა პირჯვარი.

დავით კირკიტაძის სახელობის ორდენი გადაეცემა ყველა ადამიანს, რომელიც ხელისუფლების მხარდამჭერია, ერთი ადამიანი მანც ჰყავს გალახული და, რაც მთავარია, თავის საქციელს ნანობს.

საზეიმო ცერემონიალს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლადო ვარძელაშვილიც დაესწრება, რომელიც არ გამორიცხვს, რომ შესაძლოა სტუდენტური თვითმმართველობა, რომელმაც უკვე მეორედ სცემა სტუდენტებს, მესამე ინციდენტისა და მესამე სინანულის შემთხვევაში, ნობელის პრემიაზე წარადგინონ მშვიდობის დარგში.

კომენტარები