ყველაფერი რჩეული ერთად

ნიუსი: წლის ყველაზე ყველაზეები!

3,905 ნახვა 0 სგ

ჩიტის ოფიციალურ გვერდზე ჩატარდა რამდენიმე გამოკითხვა, რომელთა შედეგადაც დადგინდა წლის ყველაზე ყველაზეები! გთავაზობთ შედეგებს! 2012 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი:I ადგილი - გუბაზ სანიკიძე - 370 ხმა II ადგილი - მურმან დუმბაძე - 89 ხმა III ადგილი - ბერა - 36 ხმა გაგრძელება →

ნიუსი: 8 აპლიკაცია, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

9,402 ნახვა 1 სგ

ქართულ ბაზარზე კომპანია "აიფონ+"-ს არსებობის მიუხედავად საქართველოში აპ-დეველოპმენტი ვითარდება. ჩიტი გთავაზობთ 8 აპლიკაციას, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ და აუცილებლად უნდა გქონდეთ თქვენს სმარტფონში. გაგრძელება →

ჩიტი გთავაზობთ, ანონიმური წყაროს მიერ მოწოდებულ, საქართველოს პარლამენტის ვროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს "სექსისა და სქესობრივი ცხოვრების რეგულირების შესახებ.“ პროექტი მომზადებული და ინიცირებულია ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ. იხილეთ დოკუმენტის სრული ვერსია.   გაგრძელება →

ქუთაისი, 28 ნოემბერი - საქართველოს პარლამენტმა ერის გამრავლების და გადარჩენის მიზნით სექსუალური პროდუქციის გაყიდვა შეზღუდა. ეყრდნობა რა უმრავლესობა ფრაზას აბო თბილელიდან, "არათუ ჩუკენთა მოიპოვონ სასუფეველი ცათა" პერსონა ნონ გრატად აცხადებს საშა გრეის, სტოიას და ჯინა ჯეიმისონს. მათ სამუდამოდ აეკრძალებათ საზღვრის გადმოკვეთა და საერთოდ საქართველოს ხსენება. გაგრძელება →

ნიუსი: ეკა ბესელია ივანიშვილს არ დაუპირისპირდა

4,067 ნახვა 0 სგ

თბილისი, 22 ნოემბერი - ფართო მასშტაბიანი პრეს-კონფერენციის შემდეგ, რომელზეც ბიძინა ივანიშვილმა კრიმინალის მომატებაზე ისაუბრა, პრემიერ-მინისტრს ეკა ბესელია არ დაუპირისპირდა. გაგრძელება →

ბრიუსელი, 14 ნოემბერი - დღეს, ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ანდრეს ფოგ რასმუსენს შეხვდა. ივანიშვილი რასმუსენს კაბინეტთან თითქმის ნახევარი საათი ელოდა და რიგში მეცამეტე გახლდათ. ივანიშვილთან ერთად რიგში იდგნენ მისი პირადი ასტროლოგი, გრძნეული და ალქიმიკოსი, რომლებიც პრემიერს გათვალვისგან იცავდნენ. გაგრძელება →

როსტოვი, 13 ნოემბერი - პოპულარული ქართველი კანონიერი ქურდი რამაზ ჯინჭარაძე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ჯინჭარაძის განცხადებით, მისთვის წარმოუდგენელია როგორ შეიძლება ისეთი დანაშაულების ჩადენა, როგორსაც გიორგი კალანდაძე და ბაჩანა ახალაია ჩადიოდნენ. გაგრძელება →

თბილისი, 12 ნოემბერი - დღეს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში საგანგებო სხდომა გაიმართა მოახლოებული გლობალური კატასტროფის თაობაზე. შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხსნის წინ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში მომაკვდინებელი ვირუსი გავრცელდა, რომელიც ადამიანებს ზომბებად აქცევს. გაგრძელება →

თბილისი, 7 ნოემბერი - საქართველოს საპატრიარქოსა და დედა ეკლესიის უდიდესი როლი საქართველოსა და ქართველი ერის ცხოვრებაში კიდევ ერთხელ დაფასდება და ამიერიდან აღნიშნული ორგანიაზიის დაუკითხავად ქვეყანაში აღარაფერი გადაწყდება. გაგრძელება →

თბილისი, 5 ნოემბერი - საქართველოს გენერალური პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, საქართველოში ლინჩის წესი ოფიციალურად დაკანონდება. ახალი ინიციატივის შესახებ კბილაშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში ისაუბრა. გადაცემაში "პოლიტმეტრი" სექსუალურად მწიფე ძალოვანმა, მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და რეაქციული ქმედებების დროებით შეჩერება ურჩია. გაგრძელება →

გვერდები