ყველაფერი რჩეული ერთად

ნიუსი: ლალი მოროშკინა კარცერში გადაიყვანეს

10,794 ნახვა 0 სგ

თბილისი, 10 დეკემბერი, 2011 - ცნობილი ქართველი მწერალი და თანამედროვე ნოდარ დუმბაძედ აღიარებული ლალი მოროშკინა, დღეს, პოლიციამ დააკავა. შეგახსენებთ, რომ მოროშკინამ, გუშინ, ნანუკა ჟორჟოლიანის საახალწლო შოუს ჩაწერისას ჟურნალი "Prime-time-ის" მთავარი რედაქტორი, თაკო ფხაკაძე, თმები ათრია და შოუს წამყვანის თქმით, "ჩანგალი პირდაპირ არტილერიაში (*ნანუკას უნდოდა ეთქვა კავალერია, მაგრამ ტერმინები აერია *ავტ.შენ.) მოუქნია." გაგრძელება →

ნიუსი: თბილისში საახალწლო სამზადისი დაიწყო

3,803 ნახვა 0 სგ

თბილისი, 9 დეკემბერი, 2011 - დედაქალაქში საახალწლო სამზადისია, თბილისის მერიამ ცენტრალური ქუჩების მორთვა უკვე დაიწყო და სულ მალე ჩიხებისა და შესახვევების გალამაზებას შეუდგება. ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე უკვე ჩამოკიდეს მანათობელი ფრინველები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის პინგვინის მიერ მოკლული ბეღურის სულს განასახიერებს. ბეღურის სული წინ მიიწევს ზეციური საქართველსკენ. გაგრძელება →

თბილისი, 19 ნოემბერი - 2012 წლის პირველი იანვრიდან მობილური ტელეფონების მომხმარებლები SMS-შეტყობინებებით უცენზურო სიტყვების გაგზავნას ვეღარ შეძლებენ. ამის შესახებ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უკვე დაეგზავნა ადგილობრივ ბაზარზე მომუშავე ყველა მობილურ ოპერატორს. გაგრძელება →

კვერცხი: რომელია მისი PrimeCard?

1,177 ნახვა 2 სგ
რომელია მაიკო ასათიანის პრაიმქარდი?
რომელია გივი სიხარულიძის პრაიმქარდი?

კვერცხი: იგრძენი მომავალი...

1,133 ნახვა 0 სგ
იგრძენი მომავალი აღმოჩენა
ჩვენ უკვე ვიგრძენით მომავალი
იგრდზენი მომავალი
მღვდელი ვაიმეეე

ნიუსი: საქართველოში ჰელოუინს აღნიშნავენ

6,308 ნახვა 0 სგ

თბილისი, 30 ოქტომბერი - საქართველოში ჰელოუინის დღესასწაული უფრო და უფრო პოპულარული ხდება. წელს ამ დღესასწაულს საზოგადოების ყველა ფენა აღნიშნავს. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უკვე ჩამოიტანა ჰიბრიდული, ჩერნობილური გოგრები, რომლებისგანაც რუს ჯარისკაცებს გამოთლიან და ყოველ 40 მეტრში დადგამენ. გაგრძელება →

განსაწმენდელი, 18 ოქტომბერი - მას შემდეგ, რაც საქართველოს საპატრიარქოს თხოვნით ბიძინა ივანიშვილმა ქართველთა სულები ჯოჯოხეთიდან გამოისყიდა, განსაწმენდელში ორგანიზაციული განუკითხაობაა. განსაწმენდელის თანამშრომელთა განცხადებით, ქართველები არავის და არაფერს ემორჩილებიან და ხშირია შემთხვევა, როდესაც გზააბნეული სული გაუფრთხილებლობის გამო ცეცხლში ვარდება და სულიერ დამწვრობებს იღებს. გაგრძელება →

გვერდები