‘ბერა’
გლადიატორთა ბრძოლა სოლოლაკში
თბილისი, 7 მარტი – “გლადიატორთა ბრძოლა სოლოლაკში” ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ონლაინ-ჟურნალი “Powerful Men of the World” (http://powerfullmen.com/europe/georgia/gladiators_in_sololaki.html). სტატიაში მოთხრობილია ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ტრიპოლსკის უჩვეულო გართობის შესახებ. როგორც “PMW” (ჟურნალის სახელწოდების აბრევიატურა) იუწყება, გუშინ საღამოს სოლოლაკში ტესტოსტერონის ნამდვილი ზეიმი იყო. შეზარხოშებულმა ტრიპოლსკიმ და ივანიშვილმა მამლების, ზებრების, ლემურების, კუების, ფლამინგოების, ხუხაშვილისა და ია ანთაძის ჩხუბის შემდეგ გადაწყვიტეს ერთმანეთისთვის მინისტრები დაეტაკებინათ. ბრძოლები ივანიშვილის ეზოში მდგარ კოლიზეუმში მიმდინარეობდა.
ერთმანეთს 4 მინისტრი შეეჯიბრა, თუმცა ბრძოლის დეტალები ჟურნალისთვის უცნობია. ჟურნალისტის ვარაუდით პრემიერმა არა მინისტრები, არამედ მინისტრები და პარლამენტარები აჩხუბა. “ეს სიმბოლურია, ივანიშვილს ნამდვილი checks and balances სისტემის აწყობა უნდა და აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს ერთმანეთთან პაექრობაში ავარჯიშებს.” – წერს ჟურნალისტი ლინკოლნ მიტჩელი. “PMW”-სგან განსხვავებულ ვერსიას გვთავაზობს ფრანგული გაზეთი “ფიგარო,” რომელიც მინისტრთა სპარინგს ნაც. მოძრაობასთან დაპირისპირებას უკავშირებს. “მათ ჰყავთ გიგი თევზაძე, რომელიც არის ტაი კვან დო-ს ოსტატი, ასევე სერგო რატიანი – ივანიშვილს კი მხოლოდ “ბალეტისტი” ფეხბურთელი და ტლანქი სუმოისტები, ცხადია, მას ნამდვილი მებრძოლები სჭირდება. უკეთესი იქნება თუ ის საერთოდ სპარტანულ აღზრდაზე გადავა.” – ვკითხულობთ სტატიაში.
სოციო-კულტურული მეინსტრიმის მაღლა აწეული ცერი, შალვა რამიშვილი, აცხადებს, რომ საქართველოს ტიტანები მართავენ, თუმცა მათაც სჭირდებათ ვარჯიში.

“ბიძინას სარეცხი მანქანები” ტელევიზიით გათამაშდება
თბილისი, 26 თებერვალი – საქართველოს პრემიერ მინისტრის აპარატი სარვამარტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სარეცხ მანქანებსა და 1000 ლარიან ვაუჩერებს ყველა წყვილი ვერ მიიღებს, რადგან პრემიერ მინისტრს ამის საშუალება ფიზიკურად აღარ აქვს. “ბატონმა ბიძინამ უკვე აავსო და დაეხმარა ნახევარ საქართველოს, შესაბამისად ფული გაუთავდა.” – ვკითხულობთ დოკუმენტში.
პრემიერის აპარატში აცხადებენ, რომ ივანიშვილი ეკონომიკურ სიდუხჭირეს არ უშინდება და გადაწვიტა მოსახლეობის ნაწილს მაინც დაეხმაროს. 2013 წლის რვა მარტს საქართველოს ყველა ტელევიზიით 20:00-ზე დაიწყება საყოველთაო ლატარეა, რომელიც გაათამაშებს სარეცხს მანქანებს, 1000 ლარიან ვაუჩერებს და სხვადასხვა თანამდებობებს. საოჯახო ნივთებს ივანიშვილების ოჯახის სახე ბერა გაათამაშებს, ხოლო თანამდებობებს – გია ხუხაშვილი, რომელსაც გაპრავებაში დავით უსუფაშვილი დაეხმარება.
გათამაშება ქორწინების რეგისტრაციის ნომრის მიხედვით მოხდება. ორგანიზატორების განცხადებით თქვენი შანსი უფრო გაიზრდება თუ ქორწინების მოწმობას გადააქსეროქსებთ და ბევრი ასლი გექნებათ. აღნიშნულმა ფორმამ პროტესტი გამოიწვია რეგიონების მოსახლეობაში, მათი თქმით “ქსეროქსის” მფლობელებმა ასლის გადაღების მომსახურებას ფასი აუწიეს და ახლა ერთი ასლის გაკეთება 10 ლარი ღირს.
სოციო-კულუტურლი მეინსტრიმის “იღბლიანი დარტყმა” შალვა რამიშვილი აცხადებს, რომ ერმა არა გადაფხეკით, არამედ შემოხაზვით მოიგო.

წლის ყველაზე ყველაზეები!
ჩიტის ოფიციალურ გვერდზე ჩატარდა რამდენიმე გამოკითხვა, რომელთა შედეგადაც დადგინდა წლის ყველაზე ყველაზეები!
გთავაზობთ შედეგებს!
2012 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი:
I ადგილი – გუბაზ სანიკიძე – 370 ხმა
II ადგილი – მურმან დუმბაძე – 89 ხმა
III ადგილი – ბერა – 36 ხმა
გამოკითხვის სხვა მონაწილეები იყვნენ: ბიძინა ივანიშვილი – 27 ხმა, მიხეილ სააკაშვილი – 12 ხმა (აშკარაა, რომ ნაციონალების რეიტინგი მართლაც დაბალია), გოგა ხაჩიძე – 20 ხმა, ბაჩო ახალაია – 10 ხმა, ირაკლი ღარიბაშვილი – 14 ხმა, ვლადიმერ ბედუკაძე – 23 ხმა, ვანო მერაბიშვილი – 8 ხმა.
2012 წლის ყველაზე სექსუალური ქალი:
I ადგილი – ჩიორა თაქთაქიშვილი – 272 ხმა
II ადგილი – მარიამ საჯაია – 91 ხმა
III ადგილი – ვერა ქობალია – 29 ხმა
გამოკითხვის სხვა მონაწილეები: ეკა ბესელია – 26 ხმა, შორენა შავერდაშვილი – 28 ხმა, თამარ ჩერგოლეიშვილი – 20 ხმა, ეკატერინე ხვედელიძე – 5 ხმა, მაია ფანჯიკიძე – 7 ხმა, მანანა კობახიძე – 11 ხმა, ნინა წკრიალაშვილი – 5 ხმა. თეა წულუკიანი დაგვავიწყდა.
ჩიტის მიერ 2012 წელს გადაღებულ საუკეთესო ვიდეოდ დასახელდა: “მორიგი უპრეცედენტო მოვლენა” – ერში ცნობილი როგორც ყლეობის სიუჟეტი.
ჩიტის მიერ 2012 წელს შალვა რამიშვილისთვის მინიჭებულ საუკეთესო რეგალიად დასახელდა: “სოციო კულტურული მეინსტრიმის ხაშურა”
ჩიტი გილოცავთ ახალ წელს <3

ინიესტა: “ბატონი ბიძინა მართლაც ძლიერია”
თბილისი, 10 სექტემბერი – დღეს საღამოს, ბიძინა ივანიშვილმა თავის რეზიდენციაში ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებს უმასპინძლა. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები “ქართული ოცნების” ლიდერს მთელი შემადგენლობით ესტუმრენ და მის სამომავლო გეგმებს გაეცნენ.
სახელდახელო სუფრის შემდეგ სტუმრებს მამის მოთხოვნით გაღვიძებულმა ბერამ რამდენიმე სიმღერა შეუსრულა თავისი რეპერტუარიდან.
როგორც ჩიტს ივანიშვილის ახლო წრიდან აცნობეს, იმპროვიზებული კონცერტის მერე შეზარხოშებულმა მილიარდერმა ესპანელები ფეხბურთის სათამაშოდ გამოიწვია. იკერ კასილასის შეთავაზებაზე, “ბატონო ბიძინა, მოდით პენალტები დამირტყითო,” ივანიშვილს უარი განუცხადებია და ვიდრე პრემიერობის სხვა კანდიდატები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მიმდინარე დებატებში მონაწილეობდნენ, “ოცნების” ლიდერმა კასილასს, პიკეს, ფაბრეგასს, ტორესს, ჩავის და სერხიო რამოსს (სულ 6 ფეხბურთელს) 5:0 მოუგო, მარტომ.
ამავე სანდო წყარომ ჩიტსვე აცნობა, რომ გაკვირვებულ ინიესტას ვინსენტე დელ ბოსკესთვის ჩუმად გადაულაპარაკებია: “ბატონი ბიძინა, მართლაც ძლიერიაო.”

“ჩემი ცოლის დაქალები” ახალი სეზონიდან მეცხრე არხზე გავა
თბილისი, 5 აგვისტო – პოპულარული ქართული სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები” ახალი სეზონიდან ტელეკომპანია მეცხრე არზე გავა. ამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს დილას გახდა ცნობილი. როგორც სერიალის შემქმნელები აცხადებენ, გუშინ, სეზონის დასრულების შემდეგ მათ კახა ბექაური დაუკავშირდა, რომელმაც სერიალზე სრული უფლებების შეძენის სურვილი გამოთქვა. კონტრაქტს გუშინ გვიან ღამითვე მოეწერა ხელი.
ჩიტის ინფორმაციით, მეცხრე არხმა სერიალის მხოლოდ სათაური და ფაბულა შეიძინა, სამსახიობო დასი და სცენარისტები კი რუსთავი 2-ში რჩებიან.
ახალი სეზონიდან “ჩემი ცოლის დაქალების” პროდიუსერი, სცენარისტი, Back voice-ების გამხოვანებელი და ასეშემდეგი შალვა რამიშვილი იქნება. შინაარსი მთლიანად ეკატერინე ხვედელიძის და მისი დაქალების, ეკა ბესელიასა და თინათინ ხიდაშელის ცხოვრებისეული დეტალებით იქნება გამდიდრებული. ცნობილია, რომ ეკატერინე ხვედელიძის პროტოტიპის როლს ნინელი ჭანკვეტაძე შეასრულებს. პროექტის რეჟისორი ქეთი დოლიძე იქნება.
ქართველი კინომცოდნე მიშა თავხელიძე აცხადებს, რომ ქეთი დოლიძისთვის ამ პროექტში ჩართვა დიდი კარიერული წინსვლაა, “მას უკვე თამამად შეუძლია იყვიროს ‘ნანახი გაქვს ჩემი “ჩემი ცოლის დაქალები?”‘ ეს კი ძალიან დიდი მოვლენაა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში” – განაცხადა ექსპერტმა.
სერიალის შესახებ სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით არ ხმაურდება, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით კატოს პერსონაჟს ეკა ბესელიას მოარგებენ, ხოლო თინა თინადვე დარჩება.
სერიალის საუნდტრეკზე მუშაობა უკვე დაიწყო “Georgian Dream Studio-ში.” ბერას განცხადებით ამ სერიალის მეშვეობით ძალიან ბევრ ადამიანს აუხდება “ქართული ოცნება” და თუ როგორ, ამას მომავალი სეზონიდან ვნახავთ.

ფაქოს ძმა რუსთავი 2–ის მესვეურებმა გაიტაცეს
თბილისი, 19 აპრილი – დღეს, შუადღისას, რუსთავი 2–ის ყოფილი თანამშრომლისა და “comedy შოუს” ყოფილი მსახიობის ლევან გორგელიანის (“ფაქოს”) ძმა უცნობმა პირებმა გაიტაცეს. აღნიშნულ ფაქტს მაშინვე მიეცა პოლიტიკური შეფასება და საზოგადოების აზრით, ეს ყველაფერი გატაცებულის ძმის რუსთავი 2–დან ბერასთან გადასვლასთანაა დაკავშირებული.
რამდენიმე წუთის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპტარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა, აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ჰო, ლაშა გორგელიანი მართლაც გატაცებულია, მაგრამ პოლიტიკასთან ამ ფაქტს არანაირი კავშირი არ აქვს. უტიაშვილის განცხადებით, გატაცება რუსთავი 2–ის თანამშრომლების მიერ იქნა ორგანიზებული, “მათ ვერ წარმოუდგენიათ კომედიური შოუების ფაქოს გარეშე არსებობა და, ვინაიდან ამ მსახიობმა იქ მუშაობაზე უარი განაცხადა, მათ გადაწყვიტეს ის მისივე ძმით ჩაენაცვლებინათ, რადგან ისინი ძალიან გვანან ერთმანეთს.” შსს–ს ოფიციალურ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ლაშა გორგელიანი ამჟამად სანდრო ეულის ქუჩაზე, რუსთავი 2–ის ოფისში იმყოფება და რეპეტიციას გადის “comedy შოუს” ბიჭებთან ერთად.
აღნიშნულ ფაქტთს გამოეხმაურა ცნობილი იუმორისტი გიგა ნასარიძეც:

2011 წლის ყველაზე ვიდეოები
ჩიტი გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და წარმოგიდგენთ გასული წლის ქართულ ვიდეოებს, რომლებსაც სული, გონება, კომპიუტერი და ინტერნეტი რომ ჰქონდეთ, აუცილებლად შექმნიდნენ პროფილს Facebook-ზე “ყველაზე ვიდეოებეეეეეე”.
წინამდებარე ჩამონათვალში თანმიმდევრობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენი სიის PRIME ადგილზე (ანუ ადგილი რომელიც პირველზე მაღალია) გავიდა ჯგუფ Loudspeakers-ის ყველა ვიდეო და სიმღერა.
მაშ ასე, 2011 წლის ყველაზე ვიდეოები:
1. კლიპი თამთა ცხვიტავას ახალ სიმღერაზე “არაფერს არ ვნანობ.”
კლიპი ჩაწერილია ტელეკომპანია იმედის საუკეთესო ტრადიციებში. არის ბევრი “ექშენი,” “Fეისები” და რაც მთავარია ინტრიგა.
2. ლუკას Fail
ლუკას, ჩვენთვის დღემდე ყოვლადგაურკვეველ პიროვნებას, დაავიწყდა კარის ჩაკეტვა და შედეგიც სახეზეა.
3. ზაზა სვანაძის კულტურული ვატერლოო
Empire Strikes Back
4. ეკონომიკის სამინისტროს ახალი ინიციატივა
უდავოა, რომ ჩიტის ეს ვიდეო წლის ერთ-ერთი საუკეთესოა და ამიტომ ყოველგვარი ქენჯნing-ის გარეშე შეგვაქვს ამ სიაში.
5. ფილოსოფოსი
ცხვარი ცხვარიაო, თუ გაცხარდა ცხარიაო!
6. დაუნ ვი დიქტეიტა!
რაც მთავარია თეთრი სახლი კადრში ჩანს.
7. Faceplant
“კაი, არ გადაიღოთ”
8. უბრალოდ ბობი ბრაუნი :)
9. სახალხო მთქმელი ლამარა კ.
10. ბერას იუბილე
“მას თქვენ ყველანი უყვარხართ, ლაააა”

საქართველოში ჰელოუინს აღნიშნავენ
თბილისი, 30 ოქტომბერი – საქართველოში ჰელოუინის დღესასწაული უფრო და უფრო პოპულარული ხდება. წელს ამ დღესასწაულს საზოგადოების ყველა ფენა აღნიშნავს. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უკვე ჩამოიტანა ჰიბრიდული, ჩერნობილური გოგრები, რომლებისგანაც რუს ჯარისკაცებს გამოთლიან და ყოველ 40 მეტრში დადგამენ.
პრეზიდენტის საჰელოუინო ინიციატივით, კულტურის მინისტრი ნიკა რურუა გადადგა და მის ადგილას, დღეს 12 საათზე, სოფო ნიჟარაძე დაინიშნება. თუმცა, ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს დაავიწყდა, რომ საჰელოუინო საშინელება მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში უნდა გრძელდებოდეს და არა მთელი წელი. მამას არ ჩამორჩა ედუჩი სააკაშვილი, რომელიც ჰელოუინს ბერას ფორმაში გამოწყობილი შეხვდება.
საზეიმო პროცესებში ჩაერთო ოპოზიციაც. ბიძინა ივანიშვილი კარზე დაკაკუნებისა და კანფეტის თხოვნის ამერიკული ტრადიციის შებრუნებულ ვარიანტს შემოგვთავაზებს. ის ზებრაზე ამხედრებული ივლის კარდაკარ და ყველა ოჯახში კანფეტებს შეყრის. ITV-ს, REAL TV-სა და სხვა მსგავსი საშუალებების ინფორმაციის მიხედვით, ივანიშვილის კანფეტები გამდიდრებული ურანისგან არის დამზადებული და ემსახურება ერის მოწამვლას.
საჰელოუინო განწყობა ფართო მასებშიც მომძლავრდა. წელს, თბილისის ყველა მოსახლე 100 ათასი მოწამის კოსტუმში გამოეწყობა და მასობრივად გადახტება მეტეხის ხიდიდან.