ბერამ მარგველაშვილი და-diss-ა

27,491 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 19 მარტი - ბიძინა ივანიშვილსა და ქართული ოცნების დეპუტატებს პრეზიდენტ მარგველაშვილის კრიტიკაში რეპერი ბერაც აჰყვა. ახალგაზრდა მომღერალმა დღეს დილას ახალი ტრეკი გამოუშვა, რომელიც რეპის საუკეთესო ტრადიციებშია ჩაწერილი და ე.წ. "Diss"-ის ანუ შეურაცხმყოფელი ტექსტის შემცველია. ჩიტი უცვლელად გთავაზობთ ქართველი MC-ის ტექსტს:

Yo!
ყველამ ერთად ავწიოთ ხელი!
დამენახეთ, რომელი ხართ მგელი!
Yo!

მომისმინეთ, დავბრუნდი MC, ლა,
სიმშვიდეს მირღვევს მარგვე ლააა!
Yo!

კანონებზე ვის უდებ, შენ ბიჭო ვეტოს!
არ გეგონოს საქართველო გეტო!
გვერდით მიდგას ჩემი ძმა ღარიბა!
მიგაჩმორა, დაგაყენა არიფად!
ხასიათი არ გივარგა, არ ღირხარ
მე და მამა გიწუნებთ მარიფათს!

ამ სიტყვებს შენ გიძღვნის მაგარი ემ-სი!
შენ ხარ თივაში დაკარგული ნემსი!
მოვიცალე, დაგიწერე ტექსტი,
სანამ შენ ქსოვდი და გამოაცხვე კექსი!

იცოდე მამასთან არ გაქვს შანსი,
შენი რეიტინგივით, დავაგდე ბასი!
შენს ვეტოს ჩვენთვის არ აქვს ფასი,
მიდი შენი ცრემლებით შეავსე თასი! Yo!

მომისმინეთ, დავბრუნდი MC, ლა,
სიმშვიდეს ვურღვევ მარგვე ლააას!
Yo!

კომენტარები