თბილისი, 19 აპრილი – დღეს, შუადღისას, რუსთავი 2–ის ყოფილი თანამშრომლისა და "comedy შოუს" ყოფილი მსახიობის ლევან გორგელიანის ("ფაქოს") ძმა უცნობმა პირებმა გაიტაცეს. აღნიშნულ ფაქტს მაშინვე მიეცა პოლიტიკური შეფასება და საზოგადოების აზრით, ეს ყველაფერი გატაცებულის ძმის რუსთავი 2–დან ბერასთან გადასვლასთანაა დაკავშირებული.
რამდენიმე წუთის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპტარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა, აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ჰო, ლაშა გორგელიანი მართლაც გატაცებულია, მაგრამ პოლიტიკასთან ამ ფაქტს არანაირი კავშირი არ აქვს. უტიაშვილის განცხადებით, გატაცება რუსთავი 2–ის თანამშრომლების მიერ იქნა ორგანიზებული, "მათ ვერ წარმოუდგენიათ კომედიური შოუების ფაქოს გარეშე არსებობა და, ვინაიდან ამ მსახიობმა იქ მუშაობაზე უარი განაცხადა, მათ გადაწყვიტეს ის მისივე ძმით ჩაენაცვლებინათ, რადგან ისინი ძალიან გვანან ერთმანეთს." შსს–ს ოფიციალურ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ლაშა გორგელიანი ამჟამად სანდრო ეულის ქუჩაზე, რუსთავი 2–ის ოფისში იმყოფება და რეპეტიციას გადის "comedy შოუს" ბიჭებთან ერთად.
აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა ცნობილი იუმორისტი გიგა ნასარიძეც: