მოსკოვი, 9 ოქტომბერი - რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურად ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ოლიმპიური ცეცხლის ქრობა შემთხვევით არ არის და ამ საქმეში ჩართულები არიან ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სპეციალურად გაწვერთნილი "ნინძები." როგორც რუსეთის შს მინისტრმა ვლადიმირ კალაკოლცევმა განაცხადა, საქართველოდან სპეციალურად მიავლინეს ხრიდოლის ოსტატები, რომლებიც "უჩინარი ლეზგინკით" უახლოვდებიან მეჩირააღდნეებს და სულს უბერავენ ოლიპმიურ ცეცხლს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიებამ ირაკლი ღარიბაშვილის მზაკვრული სქემა დიდი ხნის წინ გაშირფრა. "მეხრიდოლეები ჯერ ჩავიდნენ მალაიზიაში, იქ რა უნდოდათ არ ვიცი, მარა მაინც. მერე ჩამოვიდნენ მოსკოვში." დასძინა კალაკოლცევმა და სქემის საჩვენებლად ძაან მაგარი "ტრიდე" პრეზენტაცია გამოაქვეყნა. საქართველოს გეგმებში ასევე შედის სოჭის ოლიპიადაზე ანთებული ოლიპმიური ცეცხლის ჩაქრობაც. "სწორედ ამიტომ არის, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველომ თავისით თქვას უარი ოლიპმიადაზე გამოსვლაზე, მაგრამ ვერაფრით მივაღწიეთ ამას." განაცხადეს რუსეთის ფედერაციის შსს-ში.
აღნიშნულ გნაცხადებას გამოეხმაურა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. შსს პრეს-სპიკერმა ნინო გიორგობიანმა განცხადა, რომ საქართველო მაინც მიაღწევს თავისას და სოჭის ოლიმპიადაზე ძალიან მაგარ საპროტესტო პერფორმანსს დადგამს. "მართალია, ჩვენი გეგმა გაიშიფრა, მაგრამ ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ჩირაღდნების ჩაქრობას. ხოლო თვითონ გახსნის ცერემონიალზე კიდევ უფრო დიდ სიურპრიზს მოვუწყობთ მსოფლიოს." დასძინა გიორგობიანმა.
როგორც ჩიტს სანდო წყარომ შეატყობინა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საიდუმლო იარაღი აქვს. სოჭის ოლიპმიადის გახსნის ცერემონიალზე ბერა იმღერებს, რომელიც პუბლიკას შოკში ჩააგდებს და ამით იძიებს შურს 200 წლიან რუსულ აგრესიაზე. ქართველი ექსპერტების განცხადებით, საქართველოს მთავრობის ეს გეგმა გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ოლიმპიადის ბოიკოტი.