ლალი მოროშკინა კარცერში გადაიყვანეს

12,591 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 10 დეკემბერი, 2011 - ცნობილი ქართველი მწერალი და თანამედროვე ნოდარ დუმბაძედ აღიარებული ლალი მოროშკინა, დღეს, პოლიციამ დააკავა. შეგახსენებთ, რომ მოროშკინამ, გუშინ, ნანუკა ჟორჟოლიანის საახალწლო შოუს ჩაწერისას ჟურნალი "Prime-time-ის" მთავარი რედაქტორი, თაკო ფხაკაძე, თმები ათრია და შოუს წამყვანის თქმით, "ჩანგალი პირდაპირ არტილერიაში (*ნანუკას უნდოდა ეთქვა კავალერია, მაგრამ ტერმინები აერია *ავტ.შენ.) მოუქნია."

ლალი მოროშკინა დაკავების შემდეგ "კაპეზეზე" გადაიყვანეს. როგორც ჩიტმა გაარკვია, წინასწარი დაკავების იზოლატორში თაკო ფხაკაძეს "ქსივა" შეუგზავნია, რომლის მიხედვითაც პატიმრებს აცნობებდა, რომ მათ კამერაში შედის პიროვნება, რომელმაც "არასწორი ხელი აწია" მასზე. საკანში შესულ მოროშკინას ქურდული მენტალიტეტის მქონე რამდენიმე ქალბატონი დახვდა და მისი "გატისკვა" გადაწყვიტა. საბოლოო ჯამში მოროშკინამ ისინიც თმებით ათრია, ხოლო მათი ლიდერი "პარაშაში" ჩააყურყუმელავა და ზემოდან "კიპიწელნიკით" გაცხელებული "ჩეფირი" გადაასხა. ხმაურზე საკანში ბადრაგი შევიდა, რომელსაც ლალიმ "ყვერებში" ამოარტყა წიხლი, ხოლო შემდეგ მაგიდაზე ახტა და ყვირილი დაიწყო: "ყველას დედას მოგიტყნავთ, აქ მე პალაჟენია უნდა დავაყენო."

ამბავზე მუშაობისას, ჩიტს ანონიმური წყარო დაუკავშირდა, რომელმაც გვაცნობა, რომ მოროშკინას ძლიერ ადარდება მისი და გოჩა მანველიძის კონკურენცია, ამიტომ გადაწყვიტა ქურდული რომანების დაწერა, მაგრამ შესაბამისი გამოცდილების არქონის გამო ამას ვერ ახერხებდა. სწორედ მისი ლიტერატურული მიზნები გახდა ამ ინციდენტების მიზეზი. მადლიერი მკითხველი სულმოუთქმელად ელის ლალი მოროშკინას ახალ რომანს, ქართველი მაღალ ინტელექტუალური საზოგადოება ერთხმად თანხმდება იმაზე, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას.

კომენტარები