განქორწინებისას, უცხოელ მეუღლეს ბავშვის გაშვილება მოუწევს

8,567 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი - იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით უცხოეთის მოქალაქეებს სხვადასხვა შეზღუდვები უწესდებათ. დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე, იუსტიციის მინისტრმა საზოგადოებას აღნიშნული პაკეტი დეტალურად გააცნო. გარდა სასოფლო-სამეურნეო მიწის შესახებ რეგულაციისა, რომლის მიხედვითაც უცხოელი მოქალაქე ვალდებულია მის საკუთრებაში არსებული მიწა გაასხვისოს, პაკეტში სხვა ვალდებულებებიც არის შეტანილი. 

ერთ-ერთი მუხლის მიხედვით, შერეულ ქორწინებაში მყოფი ადამიანების განქორწინების შემთხვევაში, თუ წყვილს საერთო შვილი ჰყავთ, უცხოეთის მოქალაქე მშობელი ვალდებულია ბავშვზე მეურვეობა მოიხსნას და მისი აღზრდისა და მშობლობის უფლება სხვას გადასცეს. უპირატესობა ამ შემთხვევაში ბავშვის სულიერ მშობელს ანუ ნათლიას მიენიჭება. ბავშვის მიუნათლავობის შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრო უზრუნველჰყოფს უკვე აპრობირებული და დანერგილი "JustDoIt" მეთოდით მონათლვას. ჯერ-ჯერობით უცნობია, როგორ გადაწყდება საკითხი, თუ ბავშვი უცხოეთის მოქალაქე მშობელი დედაა, ხოლო ნათლიები მხოლოდ მამაკაცები არიან. ასეთ შემთხვევაში ჩნდება საფრთხე ბავშვს ორი მამა ჰყავდეს, რაც ელგებედე საზოგადოების გამარჯვებად შეიძლება ჩაითვალოს. 

იუსტიციის მინისტრის თქმით, ყველა ტექნიკური პრობლემა მოგვარდება და პაკეტი დაიხვეწება. "მთავარია, რომ ქართველი ბავშების გასხვისება და გადაჯიშება შეჩერდეს!" განაცხადა მან. 

კომენტარები