"უნივერსალური ოფიცრების" ტრენინგი განახლდა

6,121 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 17 სექტემბერი - დღეს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე "უნივერსალური ოფიცრების" ტრენინგის მეორე ეტაპს დაესწრო. მინისტრი აღფრთოვანებული დარჩა ახალი ოფიცრების შესაძლებლობებით და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ბავშვების მოტაცებას და მათ უნივერსალურ ოფიცრებად ქცევას.

შეგახსენებთ, რომ სამთავრობო ინიციატივით გასულ თვეში 50 ბავშვი მოიტაცეს და დაჩქარებული გენეტიკური პროცედურების საშუალებით 25-30 წლის ადამიანებად აქციეს. პროგრამის მიზანია საქართველოში კვალიფიციური კადრების რაც შეიძლება მალე გამოზრდა. პროექტის დასაწყისში მიხელ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ჩვენს ქვეყანას არა აქვს დრო ელოდოს ბავშვების ბუნებრივად გაზრდას, რადგან შედეგი ახლაა საჭირო და არა 40 წლის შემდეგ.

ხელისუფლების განცხადებით, "უნივერსალური ოფიცრები" მხოლოდ მარტივი სამუშაოებით შემოიფარგლებიან, მათ მოვალებაში მხოლოდ კატების ხიდან ჩამოყვანა, სკოლის მოსწავლეებისა და მოხუცების გადასასვლელზე უსაფრთხოდ გადაყვანა და ა.შ. იქნება. თუმცა, ოპოზიციის აზრით, "უნივერსალური ოფიცრები" მათ დასარბევად და დასატერორებლად ზრდიან.
"შევახსენებ სააკაშვილს, რომ თავის დროზე ობი-ვან კენობისაც სასარგებლო ეგონა კლონების არმიის გამოყენება, მაგრამ საბოლოო ჯამში ინტერგალაქტიკური ომი და ჯედაების განადგურებული ორდენი შერჩა." - განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.

კულუარული ინფორმაციით პროექტის მეორე ეტაპი "უნივერსალური მინისტრი" იქნება, რომელშიც მაღალი ინტელექტის მქონე ბავშვებს ჩართავენ. ჩვენ მიერ მოპოვებული ცნობების მიხედვით, ამ ინიციატივას მხოლოდ ბაკურ კვეზერელი ეწინააღმდეგება.

კომენტარები