ჩი-ტისკი: კახა კალაძე

5,024 ნახვა 0 სგ
0 სგ

Facebook-ზე ჩიტის ოფიციალურ პეიჯზე გაეშვა ახალი რუბრიკა ჩი-ტისკი. "ჩი-ტისკი" Stand up კომედიის ერთ-ერთი ჟანრის "Roast"-ის ონლაინ ადაპტაციაა. რუბრიკის ფარგლებში ყოველკვირეულად ავირჩევთ ერთ ცნობილ ადამიანს, რომელიც ყველაზე აქტუალური ტიპი იქნება იმ მომენტისათვის და ყველანი ერთად დავწერთ მასზე ხუმრობებს.

• ფორმატი: "გატისკვის" დროს არ არსებობს საზღვრები და ფარგლები, ხუმრობა "მოსულა" ყველაფერზე, გარეგნობაზე, პიროვნულ თვისებებზე, წარსულზე, აწმყოზე, მომავალზე, ოჯახზე, უბედურებაზე, ბედნიერბაზე და მოკლედ, ყველაფერზე.

• არ არსებობს არანაირი ცენზურა - იკრძალება მხოლოდ უცენზურო რეპლიკები: "აუუუ, ეს მაგარი სირია!" "მაგარი *ლეა!" "ამის დდშვც!" და ა.შ. (ასეთი კომენტები წაიშლება) თუ თვლით, რომ კონკრეტული ადამიანი სირია, მაშინ სხარტი და სახუმარო "ახსნაც" უნდა მოაყოლოთ.

ხუმრობები უნდა იყოს სხარტი, მტკივნეული, ირონიული, ცინიკური და სასაცილო!

ჩი-ტისკის პირველი მსხვერპლი კახა კალაძე იყო. პეიჯის მომხმარებლები აქტიურად ჩაერთენ ახალ რუბრიკაში და კალაძის შესახებ 200-მდე ხუმრობა დაიწერა.

გთავაზობთ მათ შორის საუკეთესოებს:

  • ქეცბაია: "კალაძე აიყვანეთ ვინმემ" - შოთიკო მესხი
  • კალაძემ არჩევნებში მეტოქეს მისცა ხმა, ორჯერ - რადკო კოვაჩი
  • კალაძის ბაბუა საბჭოთა პარტიზანი იყო და იმდენი მტერი დახოცა, რომ ბოლოს ობერშტურმანფიურერობა მისცეს - დავიდ ნარ
  • კალაძე პოკერში დაფოლდებულზე აოლინებს - რევაზ ბარამიძე
  • რაც სიის პირველი ნომერი გახდა, თავი მეკარე გონია - ირაკლი საღინაძე
  • იტალიასთან თამაშის წინ კალაძე: "სამწუხაროდ საქართველოს ნაკრების მეკარე საუკეთესო ფორმაშია!" - თენგო ადამია
  • კალაძემ არჩევნების მერე მოწინააღმდეგეს საროჩკა გაუცვალა. - გიორგი უჯმაჯურიძე
  • კალაძეს რო არმაგედონში ეთამაშა ბომბს დედამიწაში ჩარგავდა - დავიდ ნარ

ჩიტის ხუმრობები კალაძეზე:

  • კალაძე რო ნარდს თამაშობს, ქვებს მოწინააღმდეგის კარში აგროვებს
  • კალაძის დაგებული გზით თბილისიდან რო გადიხარ, თბილისში შემოდიხარ.
  • კალაძე ჩიტის პეიჯზე შემოვიდა და თავის თავზე მაგარი ცუდი ხუმრობა დაწერა.
  • კალაძეს კოლუმბიის ნაკრებთან თამაშისას, მოწინააღმდეგე მეკარემ დაუძახა: ჩემს კარში გეიტანე, ჩემს კარში!
  • კალაძეს სკოლაში მშობელი თავისი ინიციატივით მოჰყავდა ხოლმე.
  • კალაძემ ძერას ესროლა და მარინე ფერაძე მოკლა.
  • კალაძე პირველ ღამეს თვითონ დაფეხმძიმდა.

მთლიანი ჩი-ტისკის ნახვა და სხვა ხუმრობების წაკითხვა შეგიძლიათ აქ

კომენტარები