სოსო ჯაჭვლიანი ივანე ჯავახიშვილს "სტრელზე" იბარებს

11,102 ნახვა 1 სგ
1 სგ

ქუთაისი, 26 მარტი - საქართველოს პარლამენტის წევრი, სოსო ჯაჭვლიანი ახალ სკანდალში ეხვევა. "მელია-ტულეფიას" რიტუალის აღწერის გამო ის ჯერ მწერალ ზურაბ ქარუმიძეს დაუპირისპირდა, "ქარუმიძე არის ფალოსი და ყველა ვინც მის ელჩობას მხარს დაუჭერს იქნება ფალოსი." - განაცხადა ჯაჭვლიანმა ასავალ-დასავალთან ინტერვიუში. აღნიშნულის შემდეგ, ჟურნალ "ლიბერალის" საიტზე დაიდო ნაწყვეტი ივანე ჯავახიშვილის ნაშრომიდან, რომელშიც ის სვანეთში არსებულ რიტუალს აღწერს. ჯაჭვლიანის გაღიზიანება სწორედ ამ ტექსტმა გამოიწვია.

"ახლა მითხრეს, ვიღაც ჯავახიშვილის დაუწერია კიდე სვანებზე რაღაცა! რა გინდათ? უნდა გამაგიჟოთ? მთელი სვანეთი ფეხზე დავდგეთ თუ რა ხდება?" - წერს ჯაჭვლიანი თავის "ოდნოების" კედელზე. დეპუტატი მხოლოდ რიტორიკულ კითხვებს არ დასჯერდა და ჯავახიშვილის სტრელზე დაბარება გადაწყვიტა, "გადაეცით მაგ ნაბიჭვარს, მოეთრიოს თსუ-ს პირველ კორპუსთან რო ბაღია იქ და მაგას ვაჩვენებ ადრეკილას და აბრექილას!"

ჯაჭვლიან მხარდაჭერას უცხადებს ცნობილი ქართველი დიზაინერი მაკა ასათიანიც, რომელიც ივანე ჯავახიშვილის წარმომავლობით ინტერესდება. "ვაიმე, სოსო, ვინაა ეგ ჯავახიშვილი? ჯავახიშვილი კი არა ჯავახკიანი იქნება, აბა ქართველი მაგას არ დაწერდა."

ჯაჭვლიანის განცხადებას ჯერ არ გამოხმაურებიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, თუმცა პრეცედენტის გათვალისწინებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეიძლება ივანე ჯავახიშვილის სახელობა ჩამოერთვას.

კომენტარები