თეა წულუკიანი: "ზომბი აპოკალიფსისგან უფალი დაგვიცავს"

14,332 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 12 ნოემბერი - დღეს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში საგანგებო სხდომა გაიმართა მოახლოებული გლობალური კატასტროფის თაობაზე. შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხსნის წინ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში მომაკვდინებელი ვირუსი გავრცელდა, რომელიც ადამიანებს ზომბებად აქცევს.

როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, ზომბები თბილისიდან 40 კილომეტრში შეამჩნიეს. მინისტრის თქმით, უკვე მიმდინარეობს ჯარის შესაბამისი აღჭურვა ხის სოლებითა და შურდულ-რაგატკებით, სწორედ ამის გამო თავდაცვის სამინისტროს მრჩეველთა საბჭოში დავით თევზაძე მიიწვიეს.

ანტი-ზომბურ კამპანიაში ჩაბმულია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროც. დავით დარახველიძის ინიციატივით, ზომბების პირველი ტალღის მოსაგერიებლად საზარბაზნე ხორცად საჭიროა ზანგების, ჩინელებისა და ინდოელების გამოყენება, რაც ერთის მხრივ დროს მოგვაგებინებს და მეორეს მხრივ ქართულ გენოფონდს გაწმენდს, რის შედეგადაც მის შვილს ქართველი ცოლის მოყვანის უფრო დიდი შანსი ექნება.

მინისტრმან სამართლისამან და სჯულისა, თეა წულუკიანმა, ჰრქუა: "მუნ ზომბნი მოადგნენ ბჭესა თბილისისასა, უფალმან ჩვენმან განგვიხუნოს განსაცდელნი და დაიფაროს ერი და ბერი ივერიისა."

სოციო-კულტურული მეინსტრიმის ვან ჰელსინგი, შალვა რამიშვილი, აცხადებს, რომ იქიდან გამომდინარე რომ ზომბებს ტვინის ჭამა უყვართ, სოციო-კულტურულ მეინსტრიმს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები