თბილისი, 14 ივნისი - წმინდა ნინოს როლის შემსრულებელს, რომელიც რეჟისორმა როლზე უკვე დაამტკიცა, შესაძლოა სახელი შეუცვალონ. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნულ როლზე 2 წლის განმავლობაში მიდიოდა აქტიური კასტინგი და პროცესში გადამღებ ჯგუფთან ერთად სასულიერო პირები და საპატრიარქოც იყვნენ ჩართულები. "ისეთი ჟიური გვყავდა ესპანურ ინკვიზიციას შეშურდებოდა." - განაცხადე რეჟისორმა გიორგი კერესელიძემ.
ორწლიანი ძიების შემდეგ, გადამღებმა ჯგუფმა და სულიერმა კონსულტანტებმა ერთობლივი ძალით მოიპოვეს ახალგაზრდა, რომელიც მთლიანად ესადაგება აღნიშნულ როლს. გოგონა არ არის მსახიობი, ხოლო მის დანახვაზე ხალხი პირჯვარს იწერს. თუმცა, არსებობს ერთი მეტად მნიშვნელოვანი ტექნიკური პრობლემა, წმინდა ნინოს შემსრულებელს სახელად ჰქვია ნიცა - რაც არაქართული სახელია. "ზუსტად არ ვიცი, სადღაც საფრანგეთში, პროვანსში თუ ნაპოლენონის სამშობლოშია ეს ქალაქი, რომელიც ამ გოგონას სეხნიაა" - განაცხადა ბასილ მკალავიშვილმა და სახელი დაგმო. მორჩილებით განთქმულმა გოგონამ უკვე აიღო კურთხევა სხვადასხვა მამებისგან, მათ შორის მშობელი მამისგან და ძალიან მალე ის ახალი სახელით წარსდგება საზოგადოების წინაშე.
სახელის შერჩევა მიმდინარეობს მისი აღმატებულება ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ ფეისბუქ ფეიჯზე, სახელის შერჩევის შემდეგ, ისევე როგორც უნივერსიტეტების რექტორის მოვალეობის შემსრულებლებს, ნათლობის დღესაც პრემიერი დანიშნავს. აღნიშნულმა ფაქტმა ამბივალენტური დამოკიდებულება გამოიწვია ხიდაშელ-უსუფაშვილთა ოჯახში.