ქუთაისი, 25 ივინისი - საქართველოს პარლამენტის მშობელთა დაცვის კომიტეტის სხდომაზე უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე სკანდალური განცხადებით გამოვიდა. თანამედროვე ქართველთა დედობილმა პარლამენტარ კობა დავითაშვილს დიდი ხნის საიდუმლო გაუმხილა. "კობა, მე... მე მამაშენი ვარ!" - განაცხადა კაკაბაძემ სხდომის მიმდინარეობისას, რომელზეც საქართველოში ბრაზილიური და ზოგადად სამხრეთ ამერიკული ტელესერიალების აკრძალვის ინიციატივა განიხილებოდა. როგორც ჩიტის სპეციალური საპარლამენტო კორესპონდენტი იტყობინება, კობა დავითაშვილი შეცბა, თუმცა ბოლოს მამაშვილობამ გაიმარჯვა და ის ახლად აღმოჩენილ მამას გადაეხვია. დავითაშვილსა და კაკაბაძეს სიხარულისა და სიყვარულის გამოხატვა ცნობილმა ტელეწამყვანმა კორკოტამ არ აცალა, რომელიც ნაჯახით შევარდა კომიტეტის სხდომაზე და დამსწრეებს დასჭექა: "ინიციატივა ვერ გაგაქვთ?!" შექმნილი აურით დაიმუხტა შინაგან საქმეთა მინიტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც რომელიღაც "ენჯეოშნიცას" სულ ბოზი ეძახა, ხოლო მის თანაგუნდელებს შემდეგი ფრაზით მიმართა: "ყველანი ბოზები ხართ! ყველანი! კარლოს, მათ შორის შენც!"
მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც რანჩოზე მომუშავე შუახნის მსუქანი მოსამსახურესავით დაბნეული დგას და თავის მომენტს ელის, რათა დებოშირებს "Compromiso" უთხრას და შეუმჩნევლად დატოვოს ავანსცენა შემდეგ სერიამდე.
სერიალი "9 წლის შემდეგ," მერვე თვის დასასრული.