ივანიშვილი: "ჩემი წასვლის მერე პრემიერ-მინისტრი სააკაშვილი იქნება!"

19,638 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 2 სექტემბერი - დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა საგანგებო განცხადება გააკეთა და საზოგადოებას წასვლის შესახებ ამცნო. ივანიშვილის განცხადებით, მისი მემკვირდე მიხეილ სააკაშვილი იქნება, რომელსაც საპრეზიდენტო ვადა ოქტომბრის ბოლოს ეწურება. "მე ვფიქრობ, რომ გიორგი და მიშა ძალიან კარგად გაუგებენ ერთმანეთს და შესძლებენ კოჰაბიტაციის კიდევ უფრო გაღრმავებას და ქვეყნის ფეხზე დაყენებას." - განაცხადა ივანიშვილმა. საგანგებო განცხადებაში ნათქვამია, რომ სააკაშვილი თავისი გარემოცვის მსხვერპლი იყო, თორემ ისე ძალიან კარგი ლიდერია და ზუსტად იცის რა ესაჭიროება ევროპულ ქვეყანას.

"ახლა როდესაც მას ყველა ის ადამიანი ჩამოვაცილეთ, რომელსაც მასზე ცუდი გავლენა ჰქონდა, მას უკვე შეეძლება ქვეყანა რეალური პროგრესისკენ წაიყვანოს." - დასძინა ივანიშვილმა.

პრემიერის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა გიორგი მარგველაშვილიც, რომელმაც სააკაშვილთან თანამშრომლობის უდიდესი სურვილი გამოთქვა და ხალხს რეალურ შედეგებს დაპირდა. "ბოლო 10 თვის განმავლობაში მაინც ნაციონალები მართავდნენ ქვეყანას და ბარემ ბიძინას წასვლის მერეც გაგრძელდეს ეს ამბავი." - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა და იქვე მდგარ ნოდარ ხადურს ხელი გადახვია.

კომენტარები