ირაკლი კაკაბაძის მძღოლმა ფოტოგრაფი მოიტაცა

4,416 ნახვა 1 სგ
1 სგ

ბაკურიანი, 6 აგვისტო - ცნობილი ქართველი ხალხის ქომაგის, ირაკლი კაკაბაძის მძღოლმა, რომელიც ციფრულ წრეებში UtrUkhUnE_2012-ის ნიკითაა ცნობილი, ფოტოგრაფი მოიტაცა. კაკაბაძის მძღოლი და მისი თანმხლები ყოვლად გაურკვეველი პიროვნება თბილისის ერთ-ერთ პარკში მოსეირნე ნიკონიან თინეიჯერ გოგონას მიუახლოვდნენ, ჯერ ფოტოს გადაღება მოსთხოვეს, შემდეგ კი ფონის არაესთეტიურობა და კაპიტალისტური აურა მოიმიზეზეს და ბაკურიანისკენ გააქანეს.

შეგახსენებთ, რომ ბაკურიანში აქამდე გრძელდება კონფერენცია "Digital Khareba & Gogia," რომელსაც ისეთი ცნობილი ქართველი ჰაკერები ესწრებიან, როგორებიხ არიან: Data_TuTashxa, KaKo_Hacker, Arsena_Var და სხვ. როგორც ჩიტისთვის გახდა ცნობილი, "ბიჭები" ნიკონიანი თინეიჯერი გოგონას საშუალებით სამახსოვრო ფოტოებს გადაიღებენ. სურათები Facebook გვერდებზე, "ტანკლი ტუნკლი ტანკლები," "ფოტოები რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო" და სხვა სახალხო პეიჯებზე გამოქვეყნდება. "ჩვენ თუ უბრალო ხალხი გადაგვაშეარებს, ჩვენი დაჭერა და გაციმბირება გაუჭირდებათ." - აცხადებს კაკაბაძე.

კონფერენცია, რომლის სპონსორიც "ქართუ ბანკია," სხვა ბანკებისა და ოლიგარქების ქონების ხალხისათვის გადანაწილებაზე მუშაობს.

მონაწილეთა ჩოხებში გამოწყობაზე ზრუნავს ლევან ვასაძე.

ბიჭებს პურ-მარილით, ყველითა და კეთილი გულით ვანო ჩხარტიშვილი ამარაგებს.

კომენტარები