გუდიაშვილის სკვერის გადასარჩენად ახალი აპლიკაცია გაეშვება

11,377 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 26 იანვარი - გუდიაშვილის სკვერის გადასარჩენად აგორებული კამპანია რეალური სივრციდან ვირტუალურშიც აქტიურად გადმოდის და კამპანიის მხარდამჭერები ახალი აპლიკაციის დეველოპმენტზე მუშაობენ.

აპლიკაცია პრობლემის შესახებ "ევეარნესის" აწევას ემსახურება და დაფუძნებულია რეფერალურ სისტემაზე, რომელიც მეგობრების მოწვევას და, შესაბამისად, ლაიქების აგროვებას ემსახურება.

პროგრამა დაფუძნებული იქნება გუდიაშვილის სკვერში გამართულ ცნობილ პერფორმანსზე, როდესაც მეძუძურმა დედამ თავისი რძე გაყიდა და ამით გამოხატა მხარდაჭერა აქციის მიმართ.

აპლიკაციაში შესვლისას, მომხმარებელმა უნდა ჩართოს ვებ-კამერა, ამოიღოს თავისი ძუძუ და გადაუღოს ფოტო. შესაბამისი პროგრამული პროცედურის გავლის შემდეგ, იუზერის ძუძუ დაიპოსტება აპლიკაციის გალერეაში, მიენიჭება უნიკალური კოდი და ლინკი. ამის შემდეგ, მომხმარებელს საშუალება ექნება მოიწვიოს თავისი მეგობრები აპლიკაციაში და გალერეაში არსებული ძუძუ მოაწველინოს.

კონკურსის გამარჯვებული და გუდიაშვილის სკვერის მცველის ტიტულის მფლობელი გახდება ის ადამიანი, ვისაც უფრო მეტი მეგობარი მოწველის.

ვირტუალურად მოწველილი რძის საერთო რაოდენობის შესაბამისი ნამდვილი რძე კი გადაეცემა მამაკაცს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი სამშობიაროში ეწვია.

კომენტარები