განათლების სამინისტრო: "ინფორმატიკის ნაცვლად ოლიმპიადები რელიგიათმცოდნეობაში გაიმართება!"

7,761 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 6 ნომებერი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ინფორმატიკის ოლიმპიადების გაუქმების გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ავრცელებს. "ინფორმატიკა და კომპიუტერი ეს არის სატანური - შიგნით ბევრი ჩიპები და სქემები და რაღაცებია. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას ჩვენი შვილების სულიერი სამყარო შელახოს!" - ნათქვამია განცხადებაში.

ბავშვთა გონებრივი და სულიერი სიმბიოზური განვითარების მიზნით განათლების სამინისტრომ და საქართველოს საპატრიარქომ ერთობლივი პროექტი შეიმუშავეს, რომელიც რელიგიათმცოდნეობის ოლიმპიადის ჩატარებას ისახავს მიზნად. აღნიშნული ოლიმპიადები გაიმართება ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს. გამარჯვებულებს გადასცემენ მადლობის სიგელს და მათ სახელზე, რომელიმე მშენებარე ტაძარს, თანხას შესწირავენ. საუკეთესო მონაწილეებს კი სხვადასხვა ეკლესია მონასტრებში დაასაქმებენ მორჩილებად.

როგორც ჩიტისთვის გახდა ცნობილი, მალე მათემატიკის ოლიმპიადის გაუქმებაც იგეგმება. "ქრისტემ სულ არ იცოდა მათემატიკა, მარა კი გაამრავლა ხუთი თევზი და ორი პური ისე, რომ მთელი ხალხი დააპურა!" - განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა და სამჯერ თუ ოთხჯერ გადაიწერა პირჯვარი.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, "დღეს და ყოველთვის ჩვენ პატრიარქი გვაკურთხებს და ამაზე უკეთესი რა უნდა მოხდეს?"

კომენტარები