პარლამენტში "ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ" კანონპროექტი წარმოადგინეს

5,073 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 14 თებერვალი - საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრებმა კახაბერ ანჯაფარიძემ და ზვიად კუკავამ ახალი კანონპროექტი წარმოადგინეს, რომელიც ინფორმაციულ უსაფრთხოებას ეხება და ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაცვას უზრუნველჰყოფს.

კანონპროექტის მიხედვით ქვეყანაში მოქმედი ყველა იურიდიული პირი ვალდებული იქნება სახელმწიფოს მიერ შექმნილი ანტი-ვირუსული პროგრამა "კასპიშვილი" დააყენოს თავის სისტემაზე, რომელიც, მათ, გარე შემოტევებისგან დაიცავს. ახლად შექმნილი ანტივირუსი ყოველკვირეულად მოაგროვებს სხვადასხვა ინფორმაციას იურიდიული პირების შიდა სისტემაში მიმდინარე პროცესების შესახებ და ე.წ. Log-ებს კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას ელ-ფოსტებზე, Kakha_ber_943@mail.ru და Zviadi_zviangi@yandex.ru, გადააგზავნის. პარლამენტარების განცხადებით მიუხედავად იმისა, რომ მათი ელ - ფოსტები .ru სივრცეშია განთავსებული, inbox-ებში მისულ ინფორმაციას საფრთხე არ ემუქრება.

კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაციის მიხედვით, პარლამენტარების ამ კუთხით გააქტიურება უცხოური ჰაკერული ჯგუფის "ანონიმუსის" მიერ Brazzers.com-ის გატეხვას მოჰყვა. როგორც ცნობილია, ჰაკერებმა ცნობილი პორნო საიტიდან მომხმარებელთა ინფორმაცია მოიპარეს, მათ შორის კი რამდენიმე ქართველი მაღალჩინოსანისა და პარლამენტარის პირადი მონაცემებიც. ჰაკერების თქმით, ისინი სულ მალე გამოაქვეყნებენ ყველა ფინანსურ ტრანზაქციას რაც პოლიტიკოსების მხრიდან არის გაკეთებული და ამით ნათელს მოჰფენენ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის ბუნდოვან დეტალებს. ქართველი ექსპერტების აზრით, სწორედ ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად შეიქმნა ეს კანონპროექტი.

გარდა ამისა, აპრილის დასაწყისში, პოლიტიკოსების, დიდი ფინანსური ინსტიტუტების და მნიშვნელოვანი დაწესებულების თანამშრომელთა პორნოგრაფული მასალით მომარაგებისათვის შეიქმნება ახალი ს.ს.ი.პ. "როსკიპი," რომელიც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება. ჯანდაცვის მინისტრის ანდრია ურუშაძის განცხადებით, სახელმწიფო ვალდებულია თავისი მოქალქეები უსაფრთხო მასალით მოამარაგოს და ამავდროულად თავიდან აიცილოს სახელმწიფოებრივი საფრთხეები.

 

კომენტარები