"ბიძინას სარეცხი მანქანები" ტელევიზიით გათამაშდება

4,279 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 26 თებერვალი - საქართველოს პრემიერ მინისტრის აპარატი სარვამარტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სარეცხ მანქანებსა და 1000 ლარიან ვაუჩერებს ყველა წყვილი ვერ მიიღებს, რადგან პრემიერ მინისტრს ამის საშუალება ფიზიკურად აღარ აქვს. "ბატონმა ბიძინამ უკვე აავსო და დაეხმარა ნახევარ საქართველოს, შესაბამისად ფული გაუთავდა." - ვკითხულობთ დოკუმენტში.

პრემიერის აპარატში აცხადებენ, რომ ივანიშვილი ეკონომიკურ სიდუხჭირეს არ უშინდება და გადაწვიტა მოსახლეობის ნაწილს მაინც დაეხმაროს. 2013 წლის რვა მარტს საქართველოს ყველა ტელევიზიით 20:00-ზე დაიწყება საყოველთაო ლატარეა, რომელიც გაათამაშებს სარეცხს მანქანებს, 1000 ლარიან ვაუჩერებს და სხვადასხვა თანამდებობებს. საოჯახო ნივთებს ივანიშვილების ოჯახის სახე ბერა გაათამაშებს, ხოლო თანამდებობებს - გია ხუხაშვილი, რომელსაც გაპრავებაში დავით უსუფაშვილი დაეხმარება.

გათამაშება ქორწინების რეგისტრაციის ნომრის მიხედვით მოხდება. ორგანიზატორების განცხადებით თქვენი შანსი უფრო გაიზრდება თუ ქორწინების მოწმობას გადააქსეროქსებთ და ბევრი ასლი გექნებათ. აღნიშნულმა ფორმამ პროტესტი გამოიწვია რეგიონების მოსახლეობაში, მათი თქმით "ქსეროქსის" მფლობელებმა ასლის გადაღების მომსახურებას ფასი აუწიეს და ახლა ერთი ასლის გაკეთება 10 ლარი ღირს.

სოციო-კულუტურლი მეინსტრიმის "იღბლიანი დარტყმა" შალვა რამიშვილი აცხადებს, რომ ერმა არა გადაფხეკით, არამედ შემოხაზვით მოიგო.

კომენტარები