ეკა ბესელია ივანიშვილს არ დაუპირისპირდა

4,918 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 22 ნოემბერი - ფართო მასშტაბიანი პრეს-კონფერენციის შემდეგ, რომელზეც ბიძინა ივანიშვილმა კრიმინალის მომატებაზე ისაუბრა, პრემიერ-მინისტრს ეკა ბესელია არ დაუპირისპირდა. შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის დასმულ შეკითხვაზე, რომელიც ამნისტიას ეხებოდა ასეთი პასუხი გასცა: "ამნისტია, რაღაც ეტაპზე და გარკვეული დრო გაზრდის კრიმინალს, საზოგადოება ამას გაგებით უნდა მოეკიდოს და უნდა გავიჭირვოთ." ქართული ერის უმწიკვლო მენტალიტეტისა და კრიმინალისკენ მიუდრეკელობის თეორიის ქომაგი ეკა ბესელია ივანიშვილის ამ განცხადებას დუმილით შეხვდა.

ჩიტისთვის უცნობია, რა გახდა ბესელიას დუმილის საფუძველი, გუნდურობა და ლიდერთან სუბორდინაცია, თუ მისი რწმენისა და წარმოდგენების ნგრევა. საკითხი იმდენად ღრმად დგას, რომ ბესელიას მომავალი მემუარებით, რომელიც კონკრეტულად ამ იდეოლოგიურ აცდენას შეეხება, Universal Studio დაინტერესდა და ეკრანიზაციას სავარაუდოდ კრისტოფერ ნოლანი გადაიღებს.

Facebook გვერდის "პარლამენტი Online-ის" ცნობით ბესელია, რომელიც დუმდა, რამდენჯერმე შეამჩნიეს პარლამენტის კორიდორში.

სდუმს მარიამ საჯაიაც, რომლსაც პატარა ასაკის მიუხედავად ჰყოფნის ზრდილობა და ეკა ბესელიას ნიშნს არ უგებს.

სდუმს სოციო-კულტურული მეინსტრიმის სულის სარკე (თვალები) შალვა რამიშვილი, რომელიც შეიძლება დუმდეს, მაგრამ როცა ჩახედავ ყველაფერს ამბობს.

კომენტარები