მცხეთელი ათეისტი მოინათლა

3,274 ნახვა 0 სგ
0 სგ

მცხეთა - მცხეთაში მცხოვრები ერთადერთი ათეისტი 9 აპრილს, გამთენიის 7 საათზე, მოინათლა. როგორც ათეისტთან დაახლოებული წყარო გვატყობინებს, რწმენაში ახლახანს ჩამდგარმა გადაწყვეტილება პატრიარქის განცხადების შემდეგ მიიღო. შეგახსენებთ, რომ ილია მეორემ მცხეთა წმინად ქალაქად დაასახელა, სადაც არ შეიძლება ცხოვრობდეს „ურწმუნო, მოუნათლავი და ჯვარდაუწერელი“.

„მართალია მე ათეისტი ვარ, თუმცა ქართველი ათეისტი ვარ და როგორც ყველა ქართველი უდიდეს პატივს ვცემ ჩვენი პატრიარქის, ილია მეორის, თითოეულ სიტყვას. ნათლობისთვისაც გადაგვწყვიტე სპეციალურად შემერჩია 9 აპრილი, რადგანაც სამსახურის გამო სხვა დღეებში არ მცალია“ - განაცხადა მოკლე სატელეფონო ინტერვიუში ათეისტმა.

ათეისტი აცხადებს, რომ მალე ჯვრის დაწერასაც გეგმავს. მართალია, ჯერ მეუღლე არ ჰყავს და არც აპირებდა ოჯახის შექმნას, თუმცა პატრიარქის განცხადებამ მასზე იმდენად იმოქმედა, რომ აუცილებლად დაიწერს ჯვარს.

კომენტარები